,,მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური” – ვინ არის ნიკა კვარაცხელიას მამა

,,მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური" - ვინ არის ნიკა კვარაცხელიას მამა22 წლის ნიკა კვარაცხელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს. ის დღეს დილით გარდაიცვალა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძებენ.

ნიკას მამა გა­ი­ოზ (გია) კვა­რა­ცხე­ლიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ,,კანონიერი ქურდია”, მაგრამ მის შვილს კრიმინალთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მუშაობდა და ბევრი გეგმა ჰქონდა.

,,ამბები.ჯი”-ის წყარო უყვება:

,,ის ძალ­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კი­თხი კა­ცია, თა­ვის დრო­ზე და­უ­პი­რის­პირ­და სო­ხუ­მელ ,,კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს” – ძმებ ჯან­გვე­ლა­ძე­ებს, რომ­ლე­ბიც ტა­რი­ელ ონი­ა­ნის სა­მე­გობ­როს წარ­მო­ად­გენ­დნენ. მის მტრებს შო­რი­საა ძვე­ლი სო­ხუ­მე­ლი ქურ­დი კაკო კო­ხია, რომ­ლის შვი­ლიც იურა ლა­კო­ბამ მოკ­ლა. რო­გორც ვიცი, კვა­რა­ცხე­ლია დუდუ და­დი­ა­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზეც იყო. გია კვა­რა­ცხე­ლია ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებ­ში დი­დად არ ყო­ფი­ლა გახ­ვე­უ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მტრე­ბი გიას რომ ვერ მიწ­ვდნენ, შვილ­ზე იძი­ეს შური.

რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, არა­ვინ იცის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მოკ­ვლა არც უნ­დო­დათ, დაჭ­რა, ან შე­ში­ნე­ბა იყო მი­ზა­ნი. გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე, მი­აღ­წია კი­დეც, ნიკა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია მისი ასე ნა­ად­რე­ვად წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან…“

ასევე ,,ამბები.ჯი”-ის წყაროს ინფორმაციით, გია კვარაცხელიამ წა­ლენ­ჯი­ხა­ში თავისი უზარ­მა­ზა­რი და ლა­მა­ზი სახ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. 2007 წელს კი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ სახ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ჩა­მო­არ­თვა და მას­ში პო­ლი­ცია გახ­სნა. გია კვარაცხელია 2003 წლიდან უცხოეთში ცხოვრობს, საქართველოში არ ჩამოსულა.