ნიკა კვარაცხელიას დედა: ,,ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ეს ბოროტება”

ნიკა კვარაცხელიას დედა: ,,ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ეს ბოროტება"ვერაზე სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის სიტყვებმა გულგრილი არავინ დატოვა.

„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა…” , – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის, ნიკოს დედამ. სრულიად საქართველო ქედს იხრის შენ წინაშე, ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ.

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი”, – დაწერა ოჯახის ახლობელმა, ჟურნალისტმა დარეჯან კვარაცხელიამ.

იზა ომაძეს ნიკას გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს. ნიკა კვარაცხელიას სამშაბათს ამაღლების ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.