კატეგორია: სამართალი

ადიგენელმა მარიკა შაინიძემ შეიხიც კი გააცურა – ახალი დეტალები საუკუნის ძარცვაზე

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა ერაყის ისტორიაში – ,,კურიერმა” გაარკვია ძარცვაში მონაწილე ქართველების მისამართები. ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არიან რეგისტრირებული. მათ ადგილობრივი შეიხის სახლი გაქურდეს. ერაყული პოლიციის ინფორმაციით, აკაკი საგინაძემ, ცოტნე მჭედლიძემ და თენგიზ შაინიძემ 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ვერ დააკავა ქალი, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. […]

,,ძმამ თავისი და საჯაროდ მოკლა, ხმლით აქნეს სოფელში” – თამარ დადიანი

ქალთა უფლებების დამცველი თამარ დადიანი მესტიაში მომხდარ საზარელ  დანაშაულს იხსენებს. ,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სვანეთში იყო. არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი  შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც […]

,,გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე და დავმარხე” – ნამგალაურის სისხლიანი საქმე – რას ყვებოდა ცნობილი მოჭიდავე ჩვენებებში

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე თამაზ ნამგალაური _ ქართველი მოჭიდავე, რომლის სპორტულმა წარმატებებმა მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა, მოგვიანებით კი მისმა სისასტიკემ ქვეყანა შეძრა… საქმის მოწმე ტატიანა ვალიევა იხსენებს, რომ ნამგალაური, რომელიც მისი ქმრის ბიძაშვილი იყო, ხშირად დადიოდა მათთან სტუმრად. ბავშვებს ეთამაშებოდა და ისე, სხვათა შორის, იმის გარკვევითაც ინტერესდებოდა, ვის რომელ ოთახში და რომელ საწოლზე ეძინა. ერთ […]

საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს – 12 წელი ემიგრანტი იყო, დამლაგებლად მუშაობდა

სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევამდე მეზობლებს ბინიდან ჩხუბისა და ცემის ხმა ესმოდათ, რომლის დროსაც ქალი […]

,,ზურაბ ზვიადაური აქ იყო, ტიროდა, ლამის კედლებს ურტყამდა თავს” – ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ხვალ წარედგინება

ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადურის ცხოვრებაში უმძიმესი დღეებია. მისი ძმა სისხლიან გარჩევას შეეწირა, თვითონ კი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებულია. ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ის თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. _ამ ეტაპზე […]

,,ჩემი ოცნებაა, იმიერში ჩემს ცოლთან ერთად წავიდე, სიკვდილიც ერთად გვინდა” _ უხუცესი წყვილი ტრაგიკულად დაიღუპა
რა მოხდა ჭიათურაში

,,სარკე” ნოე მუმლაძე და მარიამ ციცვიძე 101 წლის წინ ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და დღეს, 16 აგვისტოს ერთად დაიღუპნენ. ტრაგედია  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში მოხდა. საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა. ცეცხლი მათ  საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. ყველაზე ხანდაზმულ წყვილზე ,,სარკე” (ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე) […]

პოლიციამ მისი ორსული ცოლი გამოკითხა – აბაშაში მამაკაცი გაუჩინარდა

აბაშაში ახმედ ბუსკნაძეს ეძებენ. პოლიციში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს კითხვები 40 წლამდე ახალგაზრდის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ. სამუშაო ადგილზე ნაპოვნია ბუსკნაძის მობილური ტელეფონი. დაკარგულს ორსული მეუღლე ჰყავს, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. ხობელი ახალგაზრდა კაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. პრაიმტაიმი, ავტორი თეა შონია

21 წლის მოცეკვავე გულში ხანჯლით დაჭრეს

მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს, რომელიც რეპეტიციიდან გამოვიდა, თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა და მძიმედ დაჭრეს. ცეკვისთვის განკუთვნილი ხანჯალი გულში ჩაარტყეს. ლაშას ოჯახს მკურნალობის თანხა არ აქვს და შვილის გადასარჩენად დახმარება სჭირდება. ,,21 წლის მოცეკვავე, ლაშა სახეჩიძეს ცივი იარაღით გულში მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაუზიანდა ღვიძლი, ფილტვი და თავის ტვინი. ახლა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და […]

გურამ ფალავანდიშვილის სახლს ჩხრეკენ, ზურა მახარაძე დაკითხვაზეა გადაყვანილი

,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ,,ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ცოლი ლიკა კასრაძე სხვადასხვა მედიასთან ადასტურებს. მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ლაშა მესხი: ,,შემზარავი კადრები ვნახე, მუცელში დანა ჩაირტყა, რადგან პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად”

ლაშა მესხი შემზარავ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მუცელში დანას ირტყამს. ,,შემზარავი კადრები ვნახე. რეალობა კიდევ უფრო შემზარავია: ბათუმში აღსრულების პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად. მამაკაცმა ჯერ ბენზინი გადაისხა და შემდეგ მუცელში დანა ჩაირტყა… ოდესმე ბოლო ხომ უნდა მოეღოს მევახშეობას და ხალხის განადგურებას?”, – წერს ლაშა მესხი.