,,მამამისს წამლებით თიშავენ, ვერავინ ეკარება, ისეთ დღეშია” – რას ყვებიან ნიკა კვარაცხელიას ახლობლები

,,მამამისს წამლებით თიშავენ, ვერავინ ეკარება, ისეთ დღეშია" - რას ყვებიან ნიკა კვარაცხელიას ახლობლებიდღემდე უცნობია, ვინ გაიმეტა ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ და რა გახდა მოტივი. ერთ-ერთ მთავარ ვერსიად მამაზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიება სახელდება.

,,გია ისეთ დღეშია, წამლებით თიშავენ. ყველაზე ახლო მეგობარიც კი ვერ უბედავს გაკარებას. გვეშინია, რადგან ვიცით, რომ ამ ამბებს შურისძიება აუცილებლად მოჰყვება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.

,,გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე, მი­აღ­წია კი­დეც, ნიკა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო”, – უყვება წყარო ,,ამბები.ჯი”-ის.