,,სარკე” გეტყვით იმას, რაც არავისთვის მომიყოლია და დღემდე ვმალავ, თუმცა ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო იმ ადამიანის ახლობლებთან, რომელმაც დიდი ტკივილი მომაყენა. მინდა, ყველამ გაიგოს, როგორი გაიძვერა, ავხორცი და ცუდი პიროვნებაა. შეიძლება ერთხელ ასეც მოვიქცე და ფარდა ავხადო მის ბნელ წარსულს. იმ ვითომ კაცმა ტრავმა ბავშვობაში მომაყენა. ჩემი მასწავლებელი იყო. ერთ დღეს ჩემ მიმართ […]
კატეგორია: გულახდილი
,,დამ ჩვენი მშობლების სახლი ისე გაყო, არაფერი მკითხა”
,,სარკე” სულ მიკვირდა, აქ დაბეჭდილ წერილებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ამ ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაზე რა ალაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ ახლა მეც მინდა ჩემი ამბის მოყოლა. ისეთი დამძიმებული მაქვს გული, არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. ყველაზე დიდი ტკივილი დედმამიშვილის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ყოფილა. არავის გისურვებთ მსგავსი რამის გადატანას. მე ქუთაისში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან იყვნენ. ორი და […]
,,ყოფილ ქმარს სურს, მისი საყვარელი გავხდე”
,,სარკე” ძალიან უხერხულ თემაზე მიწევს საუბარი. ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ამბის გამოქვეყნება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, ფართო საზოგადოების წინაშე გამომეტანა. იქნებ ბევრი ადამიანი დაფიქრდეს და მიხვდეს, როგორ არ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში. სიმშვიდეში გავიზარდე და მშვიდი ხასიათიც ჩამომიყალიბდა. ექიმი ვარ და ბევრი ჩემი პაციენტი აღნიშნავს, რომ ეს ხასიათი მათ ძალიან შველით, მენდობიან და ყველა რჩევას […]
,,ობოლი ძმისშვილებისთვის იტალიიდან გამოგზავნილი ფული ჩემმა ქმარ-შვილმა შეჭამა”
,,სარკე” ნურავის ჰგონია, რომ უცხოეთში ფული ხეებს ასხია. ემიგრანტებს ძალიან დიდი შრომა გვიწევს,იტალიაში ვცხოვრობ და დღე არ ყოფილა, ჩამოსვლაზე არ მეოცნება. ყველაზე მწარე ის იყო, როცა ძმის გარდაცვალება შემატყობინეს. ერთადერთი ძმა ვერც ავადმყოფი ვნახე, ვერ მოვეფერე და ვერც ჩემი ცრემლი გავაყოლე უკანასკნელ გზაზე. სამი ძმისშვილი დამრჩა,ასაკშიშესული მშობლები და რძალი, რომელიც ქმრის გარდაცვალებამ ისე გატეხა, ფეხზე […]
,,მეზობელს კეთილი რჩევა მივეცი და ამის გამო სამუდამოდ დავკარგე”
,,სარკე” დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს – როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმ მომენტში. პასუხი კი ყოველჯერზე ერთი და იგივე მაქვს – ზუსტად ისე, როგორც მოვიქეცი.მოგიყვებით, როგორ დავკარგე მეზობელი მის გამო, რომ მას კეთილი რჩევა მივეცი. მეზობელი ოჯახის წევრივით მყავდა. ერთ დღეს ეს ქალბატონი მოვიდა და ვითომ აღელვებულმა მითხრა, ჩემმა გოგომ გათხოვება გადაწყვიტა, ფაქტის წინაშე დაგვაყენა და არ […]
,,ქმარმა ოთახში ორი დღე გამომკეტა და მაშიმშილა”
,,სარკე” მინდა, ჩემს შეცდომაზე მოგიყვეთ, ადამიანზე, რომელიც 12 წლის წინ ქმრად ავირჩიე. 3 წელი გავატარეთ ერთად.ეს ადამიანი მაწამებდა. თუკი ქმარმა ცოლს რამე შეიძლება დაუშავოს, ყველაფერს ერთად აკეთებდა. არც ცემას ერიდებოდა, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას. მიზეზი ყოველთვის ეჭვიანობა იყო. ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო. ვეუბნებოდი, რომ მშობლებთან დავბრუნდებოდი, მაგრამ მაშინვე მემუქრებოდა, აღმიწერდა, ჩემს ერთადერთ ძმას როგორ მოკლავდა […]
,,ძმის ცოლმა ყვავილები გაუბედურებული დამახვედრა”
,,სარკე” 18 წლის გოგო ვარ და აღარც კი მახსოვს, მცენარეებს რა ასაკიდან ვუვლი. მიყვარს და სულ თავზე დავფოფინებ. ჩვენ ეზოიან სახლში ვცხოვრობთ და მიწას მე ვამუშავებ, ვბარავ და ვთესავ. მცენარეები იმდენად მიყვარს, ბოსტანიც კი გავაკეთე და მწვანილი მომყავს. შარშან მებაღე ზურა შევარდნაძისგან ხარისგულას ჯიშის პომიდვრის ჩითილები ვიყიდე და გავახარე. მომავალ წელს ჩითილები თვითონაც უნდა გამოვიყვანო. […]
,,ოჯახმა ამპარტავან პრინცესად გამზარდა და საბოლოოდ ყველა ოცნება დამემსხვრა”
,,სარკე” არ გეგონოთ, უმადური ვარ და დედის ამაგს ვერ ვხედავ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ მან შვილების გაზრდისას ბევრი რამ არასწორად გააკეთა. ისეთი ხასიათი ჩამომიყალიბა, რომელიც ჩემთვის ბევრ რამეში ხელისშემშლელი აღმოჩნდა. ჩემსა და უფროს დას შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. რაც თავი მახსოვს, სულ მეფერებიან და თავზე დამფოფინებენ. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ პრინცესა ვიყავი, მაგრამ […]
,,სოფელში ცხოვრებამ სხვა ქალად მაქცია, ჩემი ოცნებები ჩაკლა”
,,სარკე” იმ თაობას ვეკუთვნი, ტანკებს ჯოხს რომ ურტყამდა, იცოდა, ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მაინც არ ეპუებოდა, მაინც იბრძოდა. მაღალი იდეალები გვქონდა და ჩვენც იდეალისტები ვიყავით. გვჯეროდა, რომ საქართველოს თავის “ბორჯომიან”-ციტრუსებიანად დიდი მომავალი ჰქონდა და ქვეყნის მომავალი აღორძინებულ სოფლებში იყო. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ სოფელში გამანაწილეს და მეც სიხარულით გავვარდი. აბა, რა, ქვეყანა ხომ უნდა ამეღორძინებინა. როცა […]
,,ქმარს ღალატს ვპატიობდი, რადგან… მას ბავშვი საყვარელმა „აჩუქა“
,,სარკე” მალე 45 წლის გავხდები. ეს არც დიდი ასაკია და არც ისე პატარა, რომ შეცდომების დაშვების უფლება გქონდეს. ვატყობ, როგორ სწრაფად მირბის წლები და უკვე ვიცი, რომ მხოლოდ სხვებს არ უნდა მიუძღვნა თავი და შენკენაც რამე უნდა დაიტოვო. მე სწორედ ამ ასაკში დავუშვი შეცდომა და ქმარს ისეთი რამ ვაპატიე, რაც საპატიებელი არ იყო. ერთი შვილის […]