,,სარკე” ამბობენ, ქალები მოღალატეები არ არიან, მათ ამისკენ ქმრები უბიძგებენო. როგორც ჩანს, ყოველთვის ასე არ არის. ზოგს ძალიან კარგი ქმარი ჰყავს, მაგრამ რქებს მაინც ადგამენ. ან შეიძლება მე ვცდები და მხოლოდ მე შევხვდი ხარბ და გაუმაძღარ ქალს, რომელიც ფულისა და ქონებისთვის ყველაფერზე წამსვლელი აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება ვშრომობ. სკოლა რომ დავამთავრე, ბაზარს მივაშურე. ჩემმა თანატოლმა ბიჭებმა […]
კატეგორია: გულახდილი
,,რძალს სამი ვაჟკაცი გავუზარდე და სამივე წამართვა”
,,სარკე” იცით, როგორი ცხოვრება მქონდა? ყველა მე შემომნატროდა. ძალიან კარგი შვილები მყავდა, კარგი ქმარი. ჩემი ქალიშვილიც კარგ ოჯახში შევიდა და ბიჭმაც საუკეთესო გოგო მოიყვანა ცოლად, რომელმაც სამი ბიჭი გაუჩინა. ერთ დაწყევლილ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნათესავის ქორწილში ჩხუბი ატყდა. ჩემი შვილი ობოლ ნათესავ ბიჭს გამოესარჩლა, გადაარჩინა, თავისი სამი შვილი კი დააობლა. რძალი მძიმე მდგომარეობაში იყო, საწოლიდან ვერ […]
,,დაქალი უცხოეთში ჩემი ფულით გავუშვი, ახლა კი იქიდან მათხოვარს მეძახის”
,,სარკე” ეს წერილი დიდმა უმადურობამ დამაწერინა. ვიცი, ის ადამიანი “სარკის” ამ ნომერს და ამ წერილს აუცილებლად ნახავს და მინდა, წაიკითხოს ის, რასაც დავწერ. უნდა იცოდეს, რომ დაცინვა ცუდი საქციელია და ამის უფლება არ აქვს! მისი საშინელი პოსტის ქვეშაც შემეძლო, ეს ყველაფერი დამეწერა, მაგრამ ისევ მას გავუფრთხილდი, არ მინდა, საქვეყნოდ თავი მოვჭრა, რომ დიდი უმადური ვინმეა […]
,,დღემდე ვმალავ, ჩემი მასწავლებელი როგორ მითათუნებდა ხელებს სხეულზე”
,,სარკე” გეტყვით იმას, რაც არავისთვის მომიყოლია და დღემდე ვმალავ, თუმცა ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო იმ ადამიანის ახლობლებთან, რომელმაც დიდი ტკივილი მომაყენა. მინდა, ყველამ გაიგოს, როგორი გაიძვერა, ავხორცი და ცუდი პიროვნებაა. შეიძლება ერთხელ ასეც მოვიქცე და ფარდა ავხადო მის ბნელ წარსულს. იმ ვითომ კაცმა ტრავმა ბავშვობაში მომაყენა. ჩემი მასწავლებელი იყო. ერთ დღეს ჩემ მიმართ […]
,,დამ ჩვენი მშობლების სახლი ისე გაყო, არაფერი მკითხა”
,,სარკე” სულ მიკვირდა, აქ დაბეჭდილ წერილებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ამ ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაზე რა ალაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ ახლა მეც მინდა ჩემი ამბის მოყოლა. ისეთი დამძიმებული მაქვს გული, არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. ყველაზე დიდი ტკივილი დედმამიშვილის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ყოფილა. არავის გისურვებთ მსგავსი რამის გადატანას. მე ქუთაისში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან იყვნენ. ორი და […]
,,ყოფილ ქმარს სურს, მისი საყვარელი გავხდე”
,,სარკე” ძალიან უხერხულ თემაზე მიწევს საუბარი. ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ამბის გამოქვეყნება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, ფართო საზოგადოების წინაშე გამომეტანა. იქნებ ბევრი ადამიანი დაფიქრდეს და მიხვდეს, როგორ არ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში. სიმშვიდეში გავიზარდე და მშვიდი ხასიათიც ჩამომიყალიბდა. ექიმი ვარ და ბევრი ჩემი პაციენტი აღნიშნავს, რომ ეს ხასიათი მათ ძალიან შველით, მენდობიან და ყველა რჩევას […]
,,ობოლი ძმისშვილებისთვის იტალიიდან გამოგზავნილი ფული ჩემმა ქმარ-შვილმა შეჭამა”
,,სარკე” ნურავის ჰგონია, რომ უცხოეთში ფული ხეებს ასხია. ემიგრანტებს ძალიან დიდი შრომა გვიწევს,იტალიაში ვცხოვრობ და დღე არ ყოფილა, ჩამოსვლაზე არ მეოცნება. ყველაზე მწარე ის იყო, როცა ძმის გარდაცვალება შემატყობინეს. ერთადერთი ძმა ვერც ავადმყოფი ვნახე, ვერ მოვეფერე და ვერც ჩემი ცრემლი გავაყოლე უკანასკნელ გზაზე. სამი ძმისშვილი დამრჩა,ასაკშიშესული მშობლები და რძალი, რომელიც ქმრის გარდაცვალებამ ისე გატეხა, ფეხზე […]
,,მეზობელს კეთილი რჩევა მივეცი და ამის გამო სამუდამოდ დავკარგე”
,,სარკე” დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს – როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმ მომენტში. პასუხი კი ყოველჯერზე ერთი და იგივე მაქვს – ზუსტად ისე, როგორც მოვიქეცი.მოგიყვებით, როგორ დავკარგე მეზობელი მის გამო, რომ მას კეთილი რჩევა მივეცი. მეზობელი ოჯახის წევრივით მყავდა. ერთ დღეს ეს ქალბატონი მოვიდა და ვითომ აღელვებულმა მითხრა, ჩემმა გოგომ გათხოვება გადაწყვიტა, ფაქტის წინაშე დაგვაყენა და არ […]
,,ქმარმა ოთახში ორი დღე გამომკეტა და მაშიმშილა”
,,სარკე” მინდა, ჩემს შეცდომაზე მოგიყვეთ, ადამიანზე, რომელიც 12 წლის წინ ქმრად ავირჩიე. 3 წელი გავატარეთ ერთად.ეს ადამიანი მაწამებდა. თუკი ქმარმა ცოლს რამე შეიძლება დაუშავოს, ყველაფერს ერთად აკეთებდა. არც ცემას ერიდებოდა, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას. მიზეზი ყოველთვის ეჭვიანობა იყო. ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო. ვეუბნებოდი, რომ მშობლებთან დავბრუნდებოდი, მაგრამ მაშინვე მემუქრებოდა, აღმიწერდა, ჩემს ერთადერთ ძმას როგორ მოკლავდა […]
,,ძმის ცოლმა ყვავილები გაუბედურებული დამახვედრა”
,,სარკე” 18 წლის გოგო ვარ და აღარც კი მახსოვს, მცენარეებს რა ასაკიდან ვუვლი. მიყვარს და სულ თავზე დავფოფინებ. ჩვენ ეზოიან სახლში ვცხოვრობთ და მიწას მე ვამუშავებ, ვბარავ და ვთესავ. მცენარეები იმდენად მიყვარს, ბოსტანიც კი გავაკეთე და მწვანილი მომყავს. შარშან მებაღე ზურა შევარდნაძისგან ხარისგულას ჯიშის პომიდვრის ჩითილები ვიყიდე და გავახარე. მომავალ წელს ჩითილები თვითონაც უნდა გამოვიყვანო. […]