გიორგი კელაპტრიშვილი: ,,გააჩნია, გოგო რისთვის გინდა, ზოგჯერ ცანცარა უკეთესია”

გიორგი კელაპტრიშვილი: ,,გააჩნია, გოგო რისთვის გინდა, ზოგჯერ ცანცარა უკეთესია",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

ბოლო დროს ბევრ რამეში შეეშალა ხელი, მაგრამ არც ბენდის შექმნა გადაუფიქრებია და არც კლიპის გადაღება. როგორც კი შოუბიზნესში სიტუაცია გაუმჯობესდება, სცენაზე ისევ აქტიურად გამოჩნდება.

...

– გიორგი, მეჩვენება თუ ოდნავ გაფერმკრთალდა თქვენი პოპულარობა?

– ალბათ – არა, რადგან ის პერიოდი, რაც პროექტ ,,მხოლოდ ქართულში” გავიარე, ბევრად აქტიური იყო. სხვადასხვა კომპოზიტორებთან თანამშრომლობა დავიწყე, ჩემთვის არაერთი სიმღერა დაიწერა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გაჟღერდება (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში). კლიპების გადაღებასაც ვაპირებ. ამ ყველაფერს დავუთმე დრო და ალბათ ამიტომაც ჩანს ასე, რომ პოპულარობამ იკლო. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ფინანსების გარეშე ძალიან რთულია.

– გაჩერებულმა ქვეყანამ ფინანსურად როგორ იმოქმედა თქვენზე?

– რამდენიმე სერიოზული წინადადება მქონდა, მაგრამ პანდემიის გამო აღარ გამოვიდა. ძალიან ბევრი საქმე გამიჩერდა. ,,ბრავო რეკორდსში” სიმღერები უნდა ჩამეწერა. აქამდე კლიპის პრემიერაც მექნებოდა, რომ არა პანდემია. ბევრ რამეში შემიშალა ხელი.

– მინდა, პირადზეც გკითხოთ. გოგო, რომელიც თქვენი გულის მოგებისთვის იბრძოლებს, საინტერესო იქნება თუ პირიქით, მის მიმართ ინტერესს დაკარგავთ?

– ალბათ გოგოს გააჩნია. თუ კარგი იქნება, რომელიც ჩემს გემოვნებას დააკმაყოფილებს, მესიამოვნება. იმასაც გააჩნია, როგორ ეცდება. აქტიური და ცანცარა გოგონები არ მომწონს. მგონია, რომ ურთიერთობებში კაცი უნდა იყოს დომინანტი. თუ ფიქრობ, რომ იმ გოგოსთან ოჯახი უნდა შექმნა, აუცილებლად სერიოზული და ლამაზი უნდა იყოს. ისე, გააჩნია, გოგო რისთვის გინდა. არის შემთხვევები, როცა, პირიქით, ცანცარა გოგო უკეთესია.