კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

აჩი ფურცელაძე: ,,ვანო ჯავახიშვილი პასუხს მიიღებდა გასიებულ თავში”

,,სარკე”, ლელა დევდარიანი მომღერალი აჩი ფურცელაძე 3 წლის წინ რუსეთიდან საქართველოში რომ ბრუნდებოდა, ვერ წარმოედგინა, თავის სამშობლოში სამსახურს თუ ვერ იშოვიდა. ეგონა, რომ მისთვის ტელევიზია-რადიოს კარები თავისუფლად გაიღებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აჩი ფურცელაძე: -ძალიან მინდა რადიო “ფორტუნაში” მუშაობა, სადაც 5 წელი გავატარე. როცა დღევანდელ დირექტორს ვუთხარი, რომ დაბრუნება მინდოდა, მიპასუხა, დავფიქრდებიო. მეწყინა. არ მეგონა, […]

სერგო ოვჩარენკო: ,,ჩემი ცოლი მიმტანი იყო, ფილმებში როგორც არის, ყველაფერი ისე მოხდა”

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე კულინარიული ტელეშოუ ,,მასტერშეფის” გამარჯვებული, სერგო ოვჩარენკო ,,სარკეს” თავის სიყვარულზე უამბობს: – ჩემი მეუღლე ნინი ვაშაკიძეა. ერთ-ერთ რესტორანში მუშაობისას გავიცანი. მე მზარეული ვიყავი, ის – მიმტანი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებშია ხოლმე. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. პირველი შეხვედრიდან ერთ წელიწადში ცოლად მოვიყვანე და შვილიც გვყავს – 2 წლის ანასტასია. ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთად […]

ლანა ბერძენიშვილი: ,,სოფის საფლავზე ერთი ყვავილიც არ მოუტანიათ”

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე ექსკურსიაზე ყოფნისას დაღუპული 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ბერძენიშვილი ,,სარკესთან” ყვება: -წინა დღეს სოფი რომ მოვიდა სახლში, მითხრა, ერთი ლაგოდეხელი გვყავს კლასში და მან თქვა, ვიბანაოთ, იქ ყოველ წელს დავდივართ და ვბანაობთ, საშიში არაფერია, მუხლამდეა წყალიო. არ ვიყავი ნამყოფი და ჩემს ლაგოდეხელ თანამშრომელთანაც […]

მედეა კეიდია: ,,სამი დღე ხილვა მქონდა”

,,სარკე”, ნანა კობახიძე მხატვარ მედეა კეიდიას ,,ანგელოზები” მრავალი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის პირად კოლექციას ამშვენებენ. მხატვარი მათ ლოცვის და ზიარების შემდეგ ქმნის. ის პროფესიით ჟურნალისტია. ხატვა მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაიწყო. თუ რამ განსაზღვრა მისი დადგომა შემოქმედებითი გზაზე, ამის შესახებ თავად გვიამბობს. მედეა კეიდია: -36 წლისას გამეხსნა ახალი კარი, რომელსაც ფერების კარს, სამყაროს კარს ვეძახი. […]

ნუცა შანშიაშვილი: ,,ძველი ტიბეტური საიდუმლო ვარჯიშებით ვეხმარები ადამიანებს”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ამერიკაში, ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი პანდემიამ შინაგანად ძალიან შეცვალა. როგორც ,,სარკესთან” ამბობს, მის სულიერ სამყაროში ბევრი ჩაკეტილი კარი გააღო და ახლა ნაკლებად ადარდებს ის ფინანსური ზარალი, რაც ამ ვირუსმა მოუტანა: ნუცა შანშიაშვილი: -ვთვლი, რომ ყველაფერი საჭიროა, რაც დღეს ხდება. ადამიანებში ნეგატიური ენერგიის უდიდესი მოზღვავებაა და ბუნებას ეს რაღაცნაირად უნდა […]

მემე ჟორდანია: ,,ტკივილი მაშინ დასრულდა, როცა საკუთარი თავი შევიყვარე”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე 17 წლის მარიამი, იგივე მემე ჟორდანია, პროექტ ,,დიდი სცენის” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. მემე სასცენო ფსევდონიმია და მის ორ ,,მე”-ს განსაზღვრავს. პოზიტიური, მხიარული გოგონა ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ამის შესახებ ის ,,სარკეს” ესაუბრა. მემე: – გარეგნობის გამო ბავშვობიდან დაკომპლექსებული ვიყავი. ბულინგმა თავისი გავლენა იქონია ჩემზე და ჩამომიყალიბდა კომპლექსი, რომ საზოგადოება ვერ […]

,,თამარ მეფის გამზირზე საცვლის ამარა იდგა, მისი ფართხუნა შარვალი კოჭებთან ჩაჩაჩულიყო” – ნოველა

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,იღბლიანი დღე” მხიარული გოგო იყო ნათია. საშუალოზე დაბალი, ჩასუქებული, თეთრი, მკვრივი კანით. ზამთარ-ზაფხულ მკერდზე მოშიშვლებული დეკოლტე მისი სავიზიტო ბარათი იყო. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ მოასწრო გათხოვება. ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. ამის გამო ალბათ უნდა ენერვიულა, მაგრამ ნათიამ არ იცოდა დარდი. გათენებიდან დაღამებამდე მუშაობდა, ხალისობდა, ბოლომდე იხარჯებოდა, ლაპარაკობდა შეუსვენებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, ძილშიც კი. […]

,,მყავდნენ მეგობრები, რომლებიც მაშინვე შემომეცალნენ, როგორც კი წავიბორძიკე” – დალი ჩიტალაძე

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე ,,როცა განგება გამოცდას გიწყობს, მას მშვიდად უნდა შეხვდე”, – ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე და ყოველთვის ცდილობს, რეალობა ისეთი მიიღოს, როგორიც არის. ასე მოიქცა პანდემიის დროსაც. ოჯახის წევრებისთვის კარგი განწყობის შესაქმნელად კი კულინარიულ აფეთქებებს აწყობდა და ახალ-ახალ რეცეპტებს ქმნიდა. – არ გიჭირდათ თავის მოვლა სახლის პირობებში, როცა სალონები და ესთეტიკის ცენტრები დახურული […]

გიგა ბენია: ,,ზოგი ახალგაზრდა დააჯერეს, რომ მეგრელები ქართველები არ ვართ”

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ჟურნალისტ გიგა ბენიას ნაამბობი ფილმის სცენარს ჰგავს რომელიღაც შორეულ ქვეყანაზე, სადაც ბავშვები წიგნებს პერანგებში მალავენ, რომ არ წაართვან, სადაც სკოლაში ,,კომისია” დადის იმის შესამოწმებლად, რომელ ენაზე იღებენ განათლებას და ა.შ. სამწუხაროდ, გიგა არც შორეულ ქვეყანაზე გვიყვება და არც უცხო ადამიანებზე. ის საქართველოს ულამაზესი კუთხიდან – აფხაზეთიდან არის. სკოლა გალში დაამთავრა,  უმაღლესი განათლება […]

ნინო რამიშვილი: ,,ზურგდაკემსილ ილიკოს ყველას ჯიბრზე გავყევი”

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ქართული ცეკვის ლეგენდები, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი 1930 წელს დაქორწინდნენ. გაუჩნდათ ერთადერთი ვაჟი, თენგიზი. ,,როდესაც ილიკოს მივყვებოდი, ყველა წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, მოცეკვავე რად გინდაო. მამაჩემმა კი მითხრა – გინდა, გაყევი, თუ ქორწინება გაამართლებს, ხომ კარგი, არა და, სახლი გაქვს და უკან მოხვალო. ილიკოს ზურგდაკემსილი პერანგი ეცვა და მეც, ყველას ჯიბრზე, ამ […]