ბადრი კაკაბაძე: ,,ჩემსა და დარინას შორის იყო რაღაც სიმპათიები”

ბადრი კაკაბაძე: ,,ჩემსა და დარინას შორის იყო რაღაც სიმპათიები",,სარკე”

ფილმი ,,რაჭა, ჩემო სიყვარულო” გამოვიდა თუ არა ეკრანებზე, მაშინვე გაჩნდა ჭორი, რომ მთავარი როლების შემსრულებლებს, ბადრი კაკაბაძესა და ანდრეა ჩუნდერლიკოვას, ერთმანეთი შეუყვარდათ. თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, ამის შესახებ ბადრი კაკაბაძე ,,სარკესთან” ყვება:

...

– დარინას როლის შემსრულებელს, ანდრეა ჩუნდერლიკოვას, საქმრო ჰყავდა და ფილმის დასრულებას ელოდებოდა, რომ გაჰყოლოდა. დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა. ქორწილშიც ვიყავით… რა თქმა უნდა, იყო რაღაც სიმპათიები, მაგრამ სერიოზული ნამდვილად არაფერი ყოფილა. ისე კი, როცა გადაღებები დამთავრდა, ცოტა გული დამწყდა… მაშინ სხვა დრო იყო, ახლანდელივით ადვილი არ იყო წასვლა-წამოსვლა. ლაპარაკისაც ეშინოდა ხალხს და აზრის გამოთქმისაც.

ვიცი, რომ ანდრეას თავისი ფირმა აქვს. სხვათა შორის, ქართველი ჟურნალისტები იყვნენ მასთან ჩასული და უთქვამს, კარგია, თუ კიდევ ვახსოვარ ქართველებსო. მიხარია, რომ მაყურებელს ფილმი უყვარს და ახსოვს. მასში ისეთი თანავარსკვლავედი თამაშობდა, სხვანაირად შეუძლებელიცაა.

იცით, რაზე მწყდება გული? იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, ვასილ ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ბესო ხიდაშელი… – ამ ფილმში დიდი მსახიობები თამაშობდნენ, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. რას ვიზამთ, დროს თავისი მიაქვს.