ბათუმის კლუბში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა, გოგონები უგონოდ იყვნენ

ბათუმის კლუბში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა, გოგონები უგონოდ იყვნენ,,მედ ცენტრში” ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკაში  ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს.

,,TV 25”-ს წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ დაა გვიან ღამით შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

TV 25