,,პოლიციელმა ჩაიხუტა და თავისი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს” – გურიაში თხილის ბაღში ჩვილი იპოვეს

,,პოლიციელმა ჩაიხუტა და თავისი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს" - გურიაში თხილის ბაღში ჩვილი იპოვესგუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოზურ­გეთ­ში ახალ­შო­ბი­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ოზურ­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჩვი­ლი თან არ ჰყავ­და.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ად­გი­ნეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვიდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩვი­ლი თხი­ლის ბაღ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს.

ახალ­შო­ბი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს. ვიდ­რე მე­დი­კო­სე­ბი აგ­დილ­ზე მი­ვი­დოდ­ნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თა­ვად აღ­მო­უ­ჩი­ნეს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მოს­ვლამ­დე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩვი­ლი ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­ი­ხუ­ტა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით უნარ­ჩუ­ნებ­და სი­ცო­ცხლეს.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ­ჟა­მად მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-112- ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი