თეთნულდზე ორი ქალის ცხედარი იპოვეს – ვიდეო

ამ წუთებში ვერტმფრენი თეთნულდისკენ მიემართება, სადაც გუშინ 3 ტურისტი დაიკარგა. ტურისტები მაშველებმა უკვე იპოვნეს, თუმცა ორი უკვე გარდაცვლილია, ერთი კი მძიმედაა დაშავებული.

ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში გუშინ საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი ჯგუფის წინ წავიდა, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.

სვანეთინიუსი (იხილეთ ვიდეო)

https://www.facebook.com/svanetinews.ge/videos/663754980773161/?t=26