ბახმაროში ბავშვები დაშავდნენ

ბახმაროში ბავშვები დაშავდნენავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში. ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა.

შავი ფერის ავტომანქანაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს.

გურიის მოამბე