კატეგორია: შემთხვევა

სვანეთში სამ ქალს ეძებენ

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო […]

7 წლის შალვა თუშიშვილის გადარჩენას და არხიდან ამოყვანას ძმა ცდილობდა, მაგრამ ჯოხი გატყდა… – ტრაგედია ვარდისუბანში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის არხში 7 წლის ბავშვი ჩავარდა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ძმასთან და მეზობელთან ერთად ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იყო წასული. გარდაცვლილი მოზარდი – შალვა თუშიშვილი, სოფელ ვარდისუბნის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. მაშველებმა არხიდან ბიჭუნას ამოყვანა მოახერხეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ის […]

ჭიათურაში მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ჭიათურაში უბედური შემთხვევა მოხდა – მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი

მედეა კვირკველიას უკანასკნელი წამები გარდაცვალებამდე

რამდენიმე დღის წინ საირმეში ფოტოს გადაღებისას მედეა კვირკველიას ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში მედეა კვირკველიას დამ უბედურ შემთხვევამდე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კადრზე ის მომენტია ასახული, როცა ახალგაზრდა ქალი ფოტოს გადაღებას ცდილობდა.

,,არ მინდოდა, დამეტოვებინეთ იმ საავადმყოფოში, არც თქვენ დამტოვებდით” – ბაღდათში დაღუპული შეყვარებულების მეგობარი

ბაღდათის ცენტრში მომხდარ ავარიას დავით ზივზივაძე და მარიამ მაჩიტიძე ემსხვერპლნენ. ისინი 18 და 17 წლის იყვნენ. ,,ჩემი ორი ბედნიერება. ყველას მოვუყვები თქვენზე, თქვენს უსაზღვრო სიყვარულზე, გპირდებით. ჩემი ანგელოზები ხართ. ღმერთმა წაგიყვანათ… მიყვარხართ… სულ მეყვარებით, გპირდებით… არ მინდოდა, დამეტოვებინეთ იმ სავადმყოფოში, არც თქვენ დამტოვებდით. წამიყვანეს, მაგრამ ვლოცულობდი, ყველაფერი კარგად მეგონა, მარწმუნებდნენ, რომ ასე იყო. ახლა რა […]

ბაღდათში შეყვარებული წყვილი ავარიაში დაიღუპა

ბაღდათის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში. ბაღდათის ცენტრში გუშინ ღამით ,,ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი და მოტოციკლი ერთამენთს შეეჯახა. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]

მამაკაცი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა და ზღვაში დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.

ლაგოდეხის ჩანჩქერზე გერმანელი ტურსიტი დაიღუპა

ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც სკოლის ექსკურსიის დროს 17 წლის სოფი ნიკოლეიშვილი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად ჩავიდა და სასტუმროში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის […]

ურეკში დაღუპულები 14 წლის ირაკლი ვანაძე და მისი ბიცოლა ლეილა ბერიძე არიან

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო –  წალკის პირველი საჯარო სკოლის  14 წლის მოსწავლე  ირაკლი ვანაძე  და 25 წლის ლეილა ბერიძე. გარდაცვლილები ნათესავები, ბიცოლა და მაზლისშვილი არიან.

ურეკში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ურეკში, ზღვაში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, ორივე დაღუპული ადგილობრივია. მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი დახმარება ვერ მოხერხდა. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.