აჩიკო ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და გაათბო… – ,,ბავშვს ჭიანჭველები ესეოდნენ”

,,ბავშვს მწერები და ჭიანჭველები ესეოდნენ”, – ამბობს ექიმი.

სასწრაფოს მისვლამდე პოლიციის პოლკოვნიკმა აჩიკო (არსენ) ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გახლავთ.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი