კატეგორია: სამართალი

16 წლის მუშის დაღუპვის გამო სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის”  დირექტორი დააკავა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის”  დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. […]

ოქრუაშვილი ,,რ2″-ისთვის ბრძოლას იწყებს – რა დოკუმენტი არსებობს ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს 11 საათზე რუსთავი 2-ის საქმეზე  სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, განხილვის საფუძველი დოკუმენტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელის 2010 წლის  4 თებერვლით თარიღდება. „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული […]

ნიკა გვარამია: ,,იმედია, შევძლებ, არ ჩამომეშალოს ფასეულობათა სისტემა”

ნიკა გვარამია დღეს განვითარებულ მოვლენებს ასე აფასებს: ,,წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული ტემპით ამყარებს დანაშაულებს. დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. ასეთი აკრეფილი ტემპით გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში და ეს შემდეგი ხელისუფლება იქნება პროდასავლური და არ იქნება ბიძინა ივანიშვილი. მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას. ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ. რომ დამაბნეველი […]

,,ხალვაშს გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ამიტომ მისი გათავისუფლების უფლება აქვს” – ლია მუხაშავრია

,,გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს”, – აცხადებს „რეზონანსთან” უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. ქიბარ ხალვაშმა საჯარო […]

,,ივანიშვილი ქსნის ციხის ბინადარი გახდება” – ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის, კობა კოშაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. კოშაძე მაშინ დააკავეს, როცა ის ჟინვალიდან მანქანით თბილისში ბრუნდებოდა. როგორც პოლიციაში ამბობენ, ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, პოლიციამ კოშაძეს ,,მაკაროვის” ტიპის იარაღი ჩაუდეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კი ჩხრეკაც ჩატარდა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. კოშაძე […]

,,გადატენა და დამიზნებით მესროლა, ფეხიდან 9 ტყვია ამომიღეს – პლასტმასის, ლეტალური” – 20 ივნისს დაჭრილი

დამიზნებით სროლისთვის დაკავებულ კიდევ ერთ ძალოვანს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდების მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომლისთვის პატიმრობას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, მან დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გამოძიება იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და აქციის ორი მონაწილისთვის დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ამ ფაქტის […]

შსს-მ ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფცია”-ს ხელმძღვანელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვატო გელაშვილი დააკავა, რომელიც ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას ,,შეაჩერე კორუფცია”. ,,ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, დაკავება უკავშირება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლება უამრავ კორუფციულ გარიგებაში ვამხილეთ და თუ ფიქრობენ, რომ ამით გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან, – განუცხადა ,,კურიერს” ,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძემ. ორაგნიზაციის მიერ სხვადასხვა კორუფციული ფაქტებია გამოვლენილი. ნიუპოსტი

,,ვიწვოდი, სისხლი მდიოდა ყველაფრიდან” – ადიგენში კაცმა მეზობელს მჟავა შეასხა

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ მ.ქ–ს ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 2018 წლის 22 ოქტომბერს მოხდა. როგორც დაზარალებული ყვება, მ.ქ–მ მჟავა მაშინ შეასხა, როდესაც საქონელი მიჰყავდა. ქ.ჯ–ს სახის მარცხენა მხარე აქვს დამწვარი, დაუზიანდა ყური, ყელის ნაწილი და მარჯვენა თვალი. „22 ოქტომბერს საქონელი გავრეკე და გორიდან ჩავდიოდი, ის ამოდიოდა მაღლა. დავინახე რომ ხელში ბოთლი და პლასტმასის […]

,,ომარ გამყრელიძე ცოლის საწოლთან იდგა და დანით კრიჭას უხსნიდა” – ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ორ თვეზე მეტი გავიდა საგარეჯოს რიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რას შეეწირა 5 კაცის სიცოცხლე, არ არსებობს. ტრაგედია 3 მაისის დილას, გამყრელიძეების­ სახლში დატრიალდა – დაიღუპა 4 კაცი: ომარ გამყრელიძის ვაჟი და რძალი და მათი მეზობელი დედა-შვილი. ომარ გამყრელიძის მეუღლე, 71 წლის ელზა, საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იპოვეს, ქალი თვეზე მეტხანს […]

რუსთავში დაკარგული ბავშვი აფხაზეთში იპოვეს

4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვეს. როგორც “ინფო რუსთავს” ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განუცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. -ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ […]