,,ივანიშვილი ქსნის ციხის ბინადარი გახდება” – ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

,,ივანიშვილი ქსნის ციხის ბინადარი გახდება" - ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის, კობა კოშაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. კოშაძე მაშინ დააკავეს, როცა ის ჟინვალიდან მანქანით თბილისში ბრუნდებოდა.

როგორც პოლიციაში ამბობენ, ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, პოლიციამ კოშაძეს ,,მაკაროვის” ტიპის იარაღი ჩაუდეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კი ჩხრეკაც ჩატარდა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.
კოშაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშიამოთავსებული.

ირაკლი ოქრუაშვილი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

,,ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს.

ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს, იარაღით რომ ევლო. მეორე,  ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი, რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016-ში ორივეს რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა?

ზეგ ვბრუნდები, პასუხი რუსულად რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს.

ისე, საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა, კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსნის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში – პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე, თუ ასე არ მოხდება”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

ნიუპოსტი