რუსთავში დაკარგული ბავშვი აფხაზეთში იპოვეს

რუსთავში დაკარგული ბავშვი აფხაზეთში იპოვეს4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვეს.
როგორც “ინფო რუსთავს” ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განუცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა.

-ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ იცოდა, სად მიჰყავდა მამამისს, – აცხადებს თაკო გოგსაძე.

როგორც 4 წლის გოგონას დედა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, შვილი მას სამართალდამცავებმა უვნებელი დაუბრუნეს.

4 წლის გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები”, – აცხადებენ უწყებაში უწყებაში.