კატეგორია: სამართალი

,,დააკავეს თბილისის წყალდიდობის გმირი, რომელმაც ბეგი გადაარჩინა” – მკვლევარი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს

20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ ზო­ო­ლო­გი, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ,,ნაკ­რე­სის” ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დააკავეს.სოციალურ ქსელში წამოიწყეს აქცია – ,,გაათავისუფლეთ ბეჟან ლორთქიფანიძე”. ,,ნაკ­რეს­მა” ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია წყვეტს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას: ,,და­ა­კა­ვეს სა­ხე­ო­ბა­თა კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის – „ნაკ­რე­სის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი და კონ­სერ­ვა­ცი­ის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, 20 ივ­ნი­სის ღა­მეს, ე.წ. ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში […]

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების კადრები

ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების კადრები. https://www.facebook.com/rustavi2/videos/532508570822505/?t=18

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. როგორც “პირველს” ოქრუაშვილის პარტიაში განუცხადეს ის სავარაუდოდ 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი “რუსთავი 2-ში”, გადაცემა “ვანოს შოუში” იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. პირველი

თიკა ჯამბურია დედასთან ერთად დააკავეს – შსს განმარტებას აკეთებს

მომღერალ თიკა ჯამბურიას და მისი დედის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც „პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, საქმე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ დროისთვის, დაკავებულები ისევ პოლიციაში იმყოფებიან – დაკავების ვიდეო. პრაინტაიმი

თიკა ჯამბურია დააკავეს – ვიდეო

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა. ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ,  რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების მომენტში ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვი, თიკა ჯამბურიას შვილი იმყოფებოდა, რომელიც ტიროდა და შეშინებული იყო.  როგორც ჯამბურია, […]

გურამიშვილზე, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. საუბარია სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდე ტერიტორიაზე აღმოჩენილ სისხლის წვეთებზე. შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა. ნიუპოსტი

,,შვილის ცხედარი მამამ იპოვა, დედა არ იჯერებდა, რომ შაკო ცოცხალი აღარ ჰყავდა” – ტრაგედია გურამიშვილის გამზირზე

გუშინ თბილისში, გურამიშვილის გამზირის 74-ში მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულის ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან გარდაცვლილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთის, შაკო ტყემალაძის მამამ ნახა. მეორე გარდაცვლილი გურამ (გუგა) კოღუაა. -ეს სახლი შაკო ტყელამაძის იყო, როგორც ვიცი, მშობლებმა უყიდეს, სწორედ მისმა მამამ ნახა გარდაცვლილები. ამბობენ, თავში […]

გურამიშვილის გამზირზე მოკლული ბიჭი ,,მისტერ ვალენტინის”, თორნიკე ტყემალაძის ძმაა

გურამიშვილის გამზირზე მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძე, ,,მისტერ ვალენტინი 2014″-ის, თორნიკე ტყემალაძის ძმაა. გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა გუშინ მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოს გავლით დატოვა. მეორე […]

მკვლელი ჭუჭრუტანასთან – როგორ გაიხსნა “საყვარლების საქმე”

გამომძიებელი გაფრინდაშვილი შეფარვით ათვალიერებდა გოლიათივით აზიდულ, კუნთმაგარ მამაკაცს, ტატო ფარჯიანს, რომელსაც წინ წამოწეული ფართო შუბლი და მტაცებელივით დაჟინებული გამოხედვა ჰქონდა. – ალბათ, თქვენ უკვე იცით, რომ რეზო მალაზონია გარდაცვლილია, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მალაზონია მოკლეს, – უთხრა გამომძიებელმა ეჭვმიტანილს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ღამეს მის სახლში იყავით. – არავინ მომიკლავს, – წარბები შეკრა ფარჯიანმა. […]

ოქრუაშვილი ,,რ2″-ზე ყადაღის დადებას ითხოვს – ,,პაატა სალია ტყუის” – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გია ზედელასვილმა და ,,გამარჯვებული საქართველოს”  ერთ-ერთი დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ყადაღის დადების მოთხოვნის თაობაზე სარჩელი შეიტანა. -ჩვენ ვითხოვთ ყადაღის დადებას. სარჩელი მომავალ კვირას შევა, რომ ,,რუსთავი 2″ გადაეცეს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც 2004 წელს ტელეკომპანიის ასპროცენტიანი წილი შეიძინა. მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მისი აფილირებული პირი… (იხილეთ ,,კურიერის” სპეციალური გამოშვება) – ვიდეო https://www.facebook.com/rustavi2/videos/2318618338214567/?t=2