,,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და თავის გადაცემაში ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდნენ და მანქანების ნომრებიც გამოაქვეყნა. ასევე, მისი თქმით, ბაჩალიაშვილი აიძულეს, მოეხსნა დიდი თანხები ანგარიშებიდან და გადაგვერიცხა მათ ანგარიშებზე. – ჩვენი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გამოიყენეს იმისთვის, რომ ანგარიშებიდან მილიონები მოეხსნა, მერე კი თავიდან მოიშორეს. ჩვენ ვიცით ეს კომპანიები, საიდანაც თანხა მოიხსნა. […]
კატეგორია: სამართალი
მაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მტკვარში იპოვეს – გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად ,,ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის, გიორგი შალამბერიძის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ ,,ბაუჰაუსიდან” გაუჩინარებული გოგონას, მაია ბერუაშვილის ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ, ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე ,,ბაუჰაუს” ბარიდან 2 […]
„ბაუჰაუსთან” მტკვარში ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალია
მაშველებმა ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალია. შეგახსენებთ, რომ ბარ ,,ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება. სამძებრო სამუშაოებში 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს. შსს-ს ინფორმაციით, ,,ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის […]
მიხეილ რამიშვილი: ,,ამ საქმეში ბევრი ადამიანი და პერსონა გამოჩნდება”
თამუნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გაიხსნა ელექტრონული ფოსტა, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოჩნდა. -საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ. გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები წაშლილი დაგვხვდა. მოვითხოვეთ, დადგინდეს, ვის მიერ რა მისამართით მოხდა შეღწევა. წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13-დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ […]
ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი: ,,ვიცით, რომ სუიციდი ჩაიდინა? ის მშვიდი, გაწონასწორებული გოგონა იყო”
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ძალიან ბევრი ცდილობს, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის შესახებ ვერსია გაამყაროს და საზოგადოებრივი აზრი შექმნას, რომ წარმატებული პროგრამისტი თავს მოიკლავდა. ტელეკომპანია ,,იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ ექიმ-ფსიქიატრის, ხათუნა ჩაფიძის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლით თარიღდება. „დაახლოებით ორი თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქიტის შემდეგ დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა, […]
გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე: ,,დილის 5 საათზე შემოგვივარდა სახლში, მას სხვა ქალბატონი აინტერესებდა”
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანია დააკავეს. ,,1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე […]
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იყო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ,,ინფო რუსთავთან” ამბობს, რომ გოგონას ფეხსაცმელები არ ეცვა. -თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები, ამბობს მიხეილ რამიშვილი და იქვე ამატებს, რომ უჭირს იმის თქმა, თუ რატომ იყო ფეხშიშველი, როცა ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი ნახეს.
14 წლის გოგონაზე პაპა და ბიძა ძალადობდნენ
26 წლის დ.ი. და 58 წლის ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ”, – ამბობენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ […]
,,ბაჩალიაშვილმა ქართველი მაღალჩინოსნების საიდუმლო კომპრომატებს მიაგნო, ნახა ის, რაც არ უნდა ენახა… ის ინექციით გათიშეს” – ,,ფორმულას” წყარო
ტელეკომპანია ,,ფორმულა” თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომ 23 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას მან ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა. _მარტომყოფ თამარს გაუჩინარების დღეს, დილის 10:15 წუთზე, ,,ვოთსაპის” საშუალებით დაურეკეს და ,,გუგლის’ რუკის გამოყენებით დანიშნულების ადგილის შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს. თამარი ზარის ავტორს იცნობდა და მისთვის უცხო არ ყოფილა […]
ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, გაითიშა და გადააგდეს წყალში”
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესიკ კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა. ცემაში კი მინიმუმი ორი ადამიანი მონაწილეობდა. -აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და […]








