,,ბაჩალიაშვილმა ქართველი მაღალჩინოსნების საიდუმლო კომპრომატებს მიაგნო, ნახა ის, რაც არ უნდა ენახა… ის ინექციით გათიშეს” – ,,ფორმულას” წყარო

,,ბაჩალიაშვილმა ქართველი მაღალჩინოსნების საიდუმლო კომპრომატებს მიაგნო, ნახა ის, რაც არ უნდა ენახა... ის ინექციით გათიშეს" - ,,ფორმულას" წყაროტელეკომპანია ,,ფორმულა” თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომ 23 წლის გო­გო­ნა იმიტომ მოკლეს, რომ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას მან ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა. _მარტომყოფ თამარს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს, დი­ლის 10:15 წუთ­ზე, ,,ვოთ­სა­პის” სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­რე­კეს და ,,გუგლის’ რუკის გამოყენებით დანიშნულების ადგილის შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს. თამარი ზარის ავტორს იცნობდა და მისთვის უცხო არ ყოფილა საკითხი, რიც გამოც შეხვედრაზე დაიბარეს. იმ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ჰქონ­და გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც.

თამარის მამას კი საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ იმ დღეს თამარის ტელეფონში არც მესიჯი მისულა და არც ზარი შესულა, არც ზარი გასულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი გაასუფთავეს.

ბაჩალიაშვილმა იცოდა, რომ იქ შეაღწია, სადაც მისი ადგილი არ იყო. მას შეეშინდა და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ხასიათის ცვლილებებიც. პროგ­რა­მის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბის გახ­სნაა. მან ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას _ საქ­მე ეხე­ბა სხვა სამ­სა­ხურს და არა კომ­პა­ნია ,,ზეგს”, გახ­სნა სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბი, სა­უ­ბა­რია მაღალი რანგის ქარ­თვე­ლი  მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, კერ­ძოდ სამი ადა­მი­ა­ნის კომ­პრო­მატ­ებზე. სამ ვიდეოზე. რა ში­ნა­არ­სის იყო ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი, უც­ნო­ბია. იმ დღეს თამარს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­ა­ლე­ბი გა­და­ე­ცა.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გა­უგ­ზავ­ნეს ისე­თი ლო­კა­ცია, რომ მას თეთ­რი­წყა­რომ­დე მარ­ნე­უ­ლის გზა გა­ევ­ლო, რათა მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭკვი­ან კა­მე­რებს და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა იმის­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბას კვა­ლი არე­ო­და. თამარი მარნეულში ჩაიყვანეს და ინექციით გათიშეს. მანქანა ,,ბუქსირით” მიიყვანეს გოლთეთის მინდორთამ მიიყვანეს, შემდეგ კი ხელით მიაგორეს. დედის თქმით, ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ თამარის მანქანა ნახა, რომელსაც ,,მერსედესის მანქანაზე ,,ბუქსირს” უბამდნენ.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხედ­რის გა­მო­ჩე­ნა არ იგეგ­მე­ბო­და. ის უფრო გვი­ან და სხვა ად­გი­ლას უნდა ენა­ხათ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა გზა გა­და­კე­ტა, ცხე­და­რი იმ ად­გილ­ზე, მი­ი­ტა­ნეს სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი მთლი­ა­ნად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქიდან უცხო ადა­მი­ა­ნის დნმ არ ამო­ვა, – ყვებიან ,,შა­ბა­თის ფორ­მუ­ლა­ში”.