„ბაუჰაუსთან” მტკვარში ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალია

„ბაუჰაუსთან" მტკვარში ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალიამაშველებმა ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალია.

შეგახსენებთ, რომ ბარ ,,ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.
სამძებრო სამუშაოებში 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ,,ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დღეს ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

ინტერპრესნიუსი