თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იყო

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იყოთამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ,,ინფო რუსთავთან” ამბობს, რომ გოგონას ფეხსაცმელები არ ეცვა.

-თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები, ამბობს მიხეილ რამიშვილი და იქვე ამატებს, რომ უჭირს იმის თქმა, თუ რატომ იყო ფეხშიშველი, როცა ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი ნახეს.