ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი: ,,ვიცით, რომ სუიციდი ჩაიდინა? ის მშვიდი, გაწონასწორებული გოგონა იყო”

ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი: ,,ვიცით, რომ სუიციდი ჩაიდინა? ის მშვიდი, გაწონასწორებული გოგონა იყო"ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ძალიან ბევრი ცდილობს, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის შესახებ ვერსია გაამყაროს და საზოგადოებრივი აზრი შექმნას, რომ წარმატებული პროგრამისტი თავს მოიკლავდა.

ტელეკომპანია ,,იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ ექიმ-ფსიქიატრის, ხათუნა ჩაფიძის  დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლით თარიღდება.

„დაახლოებით ორი თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქიტის შემდეგ დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა, იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები. ყვიროდა, მომბეზრდა ყველაფერი. დედის გადმოცემით,  ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში”, – წერია ,,ქრონიკის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, ქეთი კობალაძე, რომელიც ამბები.ჯი-სთან ყვება:

– თა­მუ­ნა სრულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იყო, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. სულ რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­თან, ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად და უცებ აკე­თე­ბენ დას­კვნებს და ხე­ლა­ღე­ბით შე­უძ­ლი­ათ, რა­ღა­ცა რა­ღა­ცას და­უ­კავ­ში­რონ. ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად რთუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია და იმ­დე­ნად ხან­გრძლი­ა­ვია ეს პრო­ცე­სი, არი­ქა, მო­ვი­და და მა­შინ­ვე რა­ღაც დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნე, ასე არაა…

ვი­ცით, რომ სუ­ი­ცი­დი ჩა­ი­დი­ნა? ვი­ცით, სა­ბო­ლოო ვერ­სია? სა­ბო­ლო­ოდ ჯერ ხომ არა­ფე­რია დად­გე­ნი­ლი? მისთვის არც ნევ­რო­ლო­გი და არც წამ­ლე­ბი მირ­ჩე­ვია.