14 წლის გოგონაზე პაპა და ბიძა ძალადობდნენ

14 წლის გოგონაზე პაპა და ბიძა ძალადობდნენ26 წლის დ.ი. და 58 წლის ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ”, – ამბობენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.