მიხეილ რამიშვილი: ,,ამ საქმეში ბევრი ადამიანი და პერსონა გამოჩნდება”

მიხეილ რამიშვილი: ,,ამ საქმეში ბევრი ადამიანი და პერსონა გამოჩნდება"თამუნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გაიხსნა ელექტრონული ფოსტა, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოჩნდა.

-საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ. გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები წაშლილი დაგვხვდა. მოვითხოვეთ, დადგინდეს, ვის მიერ რა მისამართით მოხდა შეღწევა. წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13-დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი მომენტია, რომელზეც 5 საათი მიმდინარეობდა მუშაობა, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ მაინც მივდივართ იმ პოზიციამდე, რომ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვერსიაზე ვმუშაობდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი და პერსონა შეიძლება გამოჩნდეს, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.