ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, გაითიშა და გადააგდეს წყალში”

ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, გაითიშა და გადააგდეს წყალში"მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესიკ კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა. ცემაში კი მინიმუმი ორი ადამიანი მონაწილეობდა.

-აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა. ამ დროს ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია – აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.

ბესიკ კილასონიას თქმით, სუნთქვის შეკავება ადამიანს, საშუალოდ, 2-3 წუთი შეუძლია. შესაბამისად, თუ შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, მას შეიძლებიდა, სუნთქვა შეჩერებოდა, თავდამსხმელებს კი ჰგონებიდათ, რომ შემოაკვდათ,

-თუკი სუნთქვა გაჩერდა იფიქრეს, რომ შემოგვაკვდაო და გადააგდეს წყალში, მაგრამ ცოცხალი. და იქ დაიწყო ბოლო ფაზა ასფიქსიის, – განაცხადა ბესიკ კილასონიამ.

ნიუპოსტი