გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე: ,,დილის 5 საათზე შემოგვივარდა სახლში, მას სხვა ქალბატონი აინტერესებდა”

გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე: ,,დილის 5 საათზე შემოგვივარდა სახლში, მას სხვა ქალბატონი აინტერესებდა"ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბუსა ჟვა­ნი­ა დააკავეს.

,,1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჟ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით,თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აგ­ვის­ტოს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.თ.-ს, მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

თო­ფა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან თო­ფა­ძეს ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

,,დი­ლის 5:00 სა­ათ­ზე დაჭ­რეს, სახ­ლში შე­მო­უ­ვარ­დნენ, ჩემ­თან სახ­ლში მე-4 სარ­თულ­ზე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ე­ბიც ჰყავ­დათ, ბი­ჭე­ბიც, ქე­ი­ფობ­დნენ, შე­მო­ვარ­და ის კაცი. მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ერთ-ერთ ქალს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო, რა­ღაც აინ­ტე­რე­სებ­და ეტყო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, არ იყო სტუ­მა­რი. და­უ­რე­კა ერთ-ერთ სტუ­მარს, ეს არი­სო მან­დო? კი, ჩვენ ვარ­თო და გა­მო­ვარ­და, ეზო­დან შე­მო­ვი­და. ამ პი­როვ­ნე­ბას, მგო­ნი, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი შო­რი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ იმას სხვა ქალ­ბა­ტო­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი – არ ვიცი, ასე მე­უბ­ნე­ბი­ან მა­გის ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი, – გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

ბუსა ჟვანიაც დაჭრილია.

-დაჭ­რი­ლი არის შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ კლი­ნი­კა­შია. ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი,- გა­ნა­ცხა­და ბუსა ჟვანიას ბიძამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

ამბები.ჯი