ტელეჟურნალისტი ვახო სანაიას, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ცოლ-შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტვინის შერყევა დაუდგინდა და ახალ კვლევებს იტარებს. მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა. ადამიანურად ყველაზე შემზარავი ის არის, რომ თავდამსხმელები წლისა და ორი თვის ბავშვის განწირულმა ტირილმაც კი არ გააჩერა. -მღოლი ძლივს აჩერებდა მანქანას ამ მოლიპულ გზაზე. მანქანა რომ დაგორებულიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. […]
კატეგორია: სამართალი
,,ნაბიჭვრები! მაგრად იყავი, ვახო!” – ვახო სანაიას თავს დაესხნენ
ტელეჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს გვიან ღამით თავს დაესხნენ, დაკავებულია სამი პირი. -დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ… პირდაპირი აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, – ამბობს ვახო სანაია. ვახო სანაიასა და მისი […]
ლაგოდეხში ბიჭმა დედა დაჭრა
ლაგოდეხში 17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება”, – წერია შსს-ს განცხადებაში. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო
ლეთის რაიონის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე თვის წინ 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. […]
ფონიჭალაში 11 წლის ბავშვი დანიშნეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ფონიჭალაში 11 წლის გოგონას ნიშნობა გაიმართა. სოციალურ ქსელში ნიშნობის კადრები გავრცელდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ,,მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
ფოთში გურამ ახალაია ჩაცხრილეს – ის ემიგრანტი იყო წლების განმავლობაში
გურამ შარაძეს იმ საბედისწერო დღეს შვილიშვილებისთვის კანფეტები მიჰქონდა
2020 წლის 17 ოქტომბერს აკადემიკოსი გურამ შარაძე 80 წლის გახდებოდა. ამ დღეს ბევრმა იკითხა, ნეტა, ახლა როგორი იქნებოდაო. ამ კითხვაზე პასუხი იოლია – ისევ ხმაურიანი, მებრძოლი, ისევ თავჩარგული წიგნებსა და ნაშრომებში. “ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა 80 წლის გურამ შარაძე, თუმცა ცხადად ვხედავ, რომ დღეს ქართველ ხალხს ხელთ ექნებოდა ილიასა და აკაკის გამოცემებისდარი იაკობი, ექვთიმე, ვაჟა-ფშაველა, […]
ხათუნა ლაგაზიძის სახლი დაარბიეს – ვიდეო
,,მთელი სოფელი ვიწვით ამ ტრაგედიით” – სენაკში 16 წლის მოზარდის ცხედარი ნახეს
გავრცელებული ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ხორში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მამამ ნახა. -მთელი სოფელი ვიწვით ამ ტრაგედიით. მამას უნახავს ჩამომხრჩვალი,- ამბობენ ადგილობრივები. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
,,საშინელება დავინახე, ბავშვი სისხლის გუბეში იყო” – ტრაგედია თბილისში
8 იანვარს, ღამით თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ტრაგედია დატრიალდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან 12 წლის ბავშვი გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ,,პრაიმტაიმს” მეზობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი სტუმრად იყო. სხვა დეტალები ცნობილი არ არის. -რომ მივუახლოვდი, საშინელება დავინახე. ბავშვი სისხლის გუბეში იყო, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. პრაიმტაიმი










