,,საშინელება დავინახე, ბავშვი სისხლის გუბეში იყო” – ტრაგედია თბილისში

,,საშინელება დავინახე, ბავშვი სისხლის გუბეში იყო" - ტრაგედია თბილისში8 იანვარს, ღამით თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ტრაგედია დატრიალდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან 12 წლის ბავშვი გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

,,პრაიმტაიმს” მეზობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი სტუმრად იყო. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

-რომ მივუახლოვდი, საშინელება დავინახე. ბავშვი სისხლის გუბეში იყო, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

პრაიმტაიმი