ვახო სანაია: ,,ბავშვი სამკურნალოდ მყავდა თურქეთში გაგზავნილი… სანი განწირულად ტიროდა, ამას არ შევარჩენ!”

ვახო სანაია: ,,ბავშვი სამკურნალოდ მყავდა თურქეთში გაგზავნილი... სანი განწირულად ტიროდა, ამას არ შევარჩენ!"ტელეჟურნალისტი ვახო სანაიას, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ცოლ-შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტვინის შერყევა დაუდგინდა და ახალ კვლევებს იტარებს. მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა. ადამიანურად ყველაზე შემზარავი ის არის, რომ თავდამსხმელები წლისა და ორი თვის ბავშვის განწირულმა ტირილმაც კი არ გააჩერა.

-მღოლი ძლივს აჩერებდა მანქანას ამ მოლიპულ გზაზე. მანქანა რომ დაგორებულიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ამ დროს ბავშვის ისტერიკული ტირილი, შოკირებული ჩემი ცოლი… ეს ყველაზე მძიმე მომენტი იყო. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შუაში რომ არ ჩამდგომოდნენ.

წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელიც სამკურნალოდ მყავდა თუქეთში გაგზავნილი, შუა ღამისას ჩამოვიდა და ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი – მანქანა დაგორდა, ჩემი წლისა და ორი თვის ბავშვის განწირული ტირილი და ისტერიკა… თუ ამათ ჰგონიათ, რომ ამას შევარჩენ, ცდებიან. ეს ამით არ დამთავრდება… – განაცხადა ვახო სანაიამ.

ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ ბავშვის მდგომარეობაზე ჰკითხა, რაზეც ვახომ უპასუხა:

-რაღაც მიგნებები მოიტანა კვლევებმა და ახლა წონაში ცოტა უნდა მოვიმატოთ.