კატეგორია: სამართალი

ივერი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,გისურვებთ, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, ბოროტებისთვის _ ბოროტებას…”

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, სადაც ის ივანიშვილს და მის მთავერობას მიმართავს: მელაშვილი ივანიშვილის მხრინდა სახდელმწიფო ინსტგიტუტების კონტროლქვეშ მოქცევასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს და ციხიდან შბა ახალ წელს შესაბამისი წერილით ულოცავს: ,,არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა, გისურვოთ, რომ მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, […]

,,ძაღლი მივარდა, მას მოუქნია დანა და ძმას მოხვდა” – ახლოურების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს

თბილისში, ახ­ლო­უ­რების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს. უფროსი ძმის, გიორგი ახლოურის მიერ მოქნეულმა დანამ უმცროსი ძმა, 19 წლის მიშო იმსხვერპლა. როგორც ამბობენ, ის შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა. -გიორგის და მიშოს საუკეთესო ძმობა ჰქონდათ. განზრახ არ მომხდარა, ეს იყო უბედური შემთხვევა. გიორგი ტელევიზორის კაბელს ჭრიდა, ამ დროს ძაღლი მივარდა. მიშომ ძაღლი გამოიყვანა და ძაღლისკენ მოქნეული დანა მას მოხვდა. […]

საჩხერეში 8 წლის გოგონა ტყვიამ იმსხვერპლა – მხოლოდ ის მოასწრო, რომ ეზოდან სახლში შეირბინა

საჩხერეში თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონა იმსხვერპლა. ,,პირველის” ინფომაციით, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, გოგონა თანატოლებთან და ნათესავებთან ერთად ეზოში თამაშობდა. ამ დროს ბავშვის მამიდაშვილმა სახლიდან მოიპარა ე.წ. კისტის თოფი, გაისროლა და გოგონას მოხვდა. მეორე ვერსიით, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გაისროლა. საჩხერის კლინიკის მედიკოსი ამბობს, რომ გულის არეში შემავალი ჭრილობა ნახეს, რაც სავარაუდოდ, ე.წ. კისტის […]

ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ მოკლა – მიშო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას, 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი […]

სისხლიანი შურისძიება – ნოველა

ზურგზე მოკიდებული უზარმაზარი ტომარა მამაკაცმა ძლივს მიათრია მანქანამდე. ჯვალოს ნაჭერში შეფუთული უცნაური საგანი წვალებით მოათავსა საბარგულში და უხმაუროდ ჩაკეტა. ვიწრო, მოასფალტებულ გზაზე არავინ ჩანდა. კაცმა სისხლით დასვრილი ხელები შარვალზე შეიწმინდა და სამანქანო გზასა და მეჩხერ ტყეს შორის აღმართულ ბარიერს თვალის დახამ-ხამებაში გადაევლო. შორს არ წასულა. ხეებს ამოეფარა და გახევებული დიდხანს გაუნძრევლად იდგა. მთვარის შუქზე მისი […]

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს – როგორ ქურდავდა 40 წლის ემიგრანტი მდიდარ ოჯახებს

ბერძნული მედიის ცნობით, ათენში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ქალი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში მცხოვრებ შეძლებულ ბერძნულ ოჯახებს ძარცვავდა. იგი უკავშირდებოდა ოჯახებს, რომლებიც განცხადების მეშვეობით ეძებდნენ დამხმარეს, ახერხებდა მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას და მუშაობას იწყებდა, ხოლო, როდესაც სახლში ფულის სამალავს აღმოაჩენდა, თანხას იპარავდა და უკვალოდ ქრებოდა. გამოძიების მიერ უკვე დადგენილია ორი ასეთი შემთხვევა, როდესაც ქალმა […]

თბილისში კაცი დედის ცხედარს 1 თვე სახლში ინახავდა – ,,დაბნეული ვიყავი, შიშით შევდიოდით”

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 66 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შვილი, ზურაბ ბარბაქაძე დედის ცხედარს სახლში 1 თვის განმავლობაში ინახავდა. მამაკაცი  სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ზურაბ ბარბაქაძე მედიასთან აცხადებს, რომ დედის ცხედარს ბინაში 1 თვით იმიტომ ინახავდა, რომ დასაკრძალად საკმარისი ფული არ ჰქონდა. _ ჯერჯერობით ვერიდებოდით, რადგან საშუალებასთან, სახსრებთან არის ყველაფერი დაკავშირებული… სხვა […]

საბერძნეთში 30 წლის ვახო მაჩაბელი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს

საბერძნეთში 30 წლის ქართველი ემიგრანტი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შმაგი ჯიმშერაშვილი წერს. „სავარაუდოდ ათენში ხეზე ჩამოკიდებული ან ჩამომხრჩვალი იპოვეს (ვახო მაჩაბელი) 2 შვილის მამა. თუ ვინმემ რაიმე ინფორმაცია, იცით მომწერეთ,“- წერს ჯიმშერაშვილი. პრაიმ ტაიმი

მარიამ ბაშარული: “ელენეს დედა არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთანაც მხოლოდ ნახევარი საათით მოვიდა…”

28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზევე დაიღუპნენ. გარდაცვლილი 16 წლის ელენე ბაშარულია, მძღოლი კი, რომელიც ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონას დაეჯახა – გრიგოლ ჯუდაშვილი. ელენე ბაშარული თვეების იყო, დედამ რომ მიატოვა და ზრდიდა მამიდა, რომელიც 6 წლის […]

“ჯაბას ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვენება უნდა შევძლოთ” – ნიუ იორკში მოკლული ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ამერიკაში, ნიუ იორკში მოკლული 18 წლის ჯაბა ადამიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. პრაიმ ტაიმის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ჯაბა ადამიას სკოლა ავრცელებს. „მეგობრებო.. ყველასთვის ცნობილია ჯაბა ადამიას ტრაგიკული ამბავი… ის ამერიკაში , კერძოდ ბრუკლინში დაუნდობლად გაწირეს სიკვდილისთვის.ჯაბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ყველას გვიჭირს ამ ურთულეს რეალობასთან შეგუება, სიცოცხლისმოყვარე ბიჭი აღარ გვყავს, დავკარგეთ. ახლა ერთადერთი რამის გაკეთება […]