ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოლეთის რაიონის სოფელ  ქაქუთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე თვის წინ 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.