ფონიჭალაში 11 წლის გოგონას ნიშნობა გაიმართა. სოციალურ ქსელში ნიშნობის კადრები გავრცელდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
,,მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
არასრულწოვანი გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცა არასწორია. ბებია ,,რუსთავი 2”-თან ყვება, რომ ვიდეო ნიშნობას კი არ ასახავს, არამედ დაბადების დღეს. მისი თქმით, ბიჭის და გოგოს ოჯახები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ, რომ მათი შვილები იქორწინებდნენ, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო.