,,ნაბიჭვრები! მაგრად იყავი, ვახო!” – ვახო სანაიას თავს დაესხნენ

,,ნაბიჭვრები! მაგრად იყავი, ვახო!" - ვახო სანაიას თავს დაესხნენტელეჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს გვიან ღამით თავს დაესხნენ, დაკავებულია სამი პირი.

-დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ… პირდაპირი აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, – ამბობს ვახო სანაია.
ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს გვიან ღამით თავს დაესხნენ, დაკავებულია სამი პირი.

ამ ფაქტს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ძალიან მწვავედ ეხმაურება:

,,დაიწყეს ქუჩაში ანგარიშსწორება, ჰო? ნაბიჭვრები! მაგრად იყავი, ვახო. რა სამწუხაროა, რომ არ მიკვირს. სახელმწიფო პროპაგანდა ახალისებს ამ თავდასხმებს კრიტიკული ადამიანების მიმართ და წინ კიდევ რა გველის, კაცმა არ იცის”.