კატეგორია: მსოფლიო

რუსეთში ჰოკეის კლუბებმა ყინულზე Z გამოსახეს – ,,აიძულეთ, აფხაზეთსა და სირიას ეთამაშონ”

რუსეთში ჰოკეის კლუბებმა ყინულზე Z გამოსახეს - ,,აიძულეთ, აფხაზეთსა და სირიას ეთამაშონ''

რუსეთის ჰოკეის კლუბების, „სკა ნეფტიანიკის“ და მოსკოვის „დინამოს“ წარმომადგენლები მატჩის წინ ყინულზე ისე განლადგნენ, რომ ასო Z გამოსახეს. ეს ფოტო უკრაინელმა პოლიტიკოსმა, დენის კრავეცმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: „როცა რუსი სპორტსმენები წუწუნს დაიწყებენ, რომ სპორტი პოლიტიკას მიღმა უნდა იყოს, მათ ეს ფოტო აჩვენეთ. ეს ქმნილებები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეთ და აიძულეთ, აფხაზეთსა და სირიას […]

ვიტალი კლიჩკო: ,,კიეველებო, მოემზადეთ, იკრძალება ქალაქში გადაადგილება”

ვიტალი კლიჩკო: ,,კიეველებო, მოემზადეთ, იკრძალება ქალაქში გადაადგილება"

უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კიევში ორდღიანი კომენდანტის საათი ცხადდება. -კიეველებო, მოემზადეთ, კომენდანტის საათი დაიწყება დღეს, 22 საათზე და 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება. იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე. განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ, – ამბობს მიმართვაში კლიჩკო.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, უკრაინაში ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებს და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს რუსეთის ბოლოდროინელ ბრალდებებს, რომ უკრაინა გეგმავს ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას. 9 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, […]

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

14 მარტს რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს ჩერნიგოვის ტექნიკური უნივერისტეტი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა, ასევე  ბაზარი. უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად, ქალაქ ჩერნიგოვში 10 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა 14 მარტს, გოსტომელიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტოკოლონას – 4 ავტობუს […]

ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ – „ეს საკუთრება გათავისუფლებულია“

ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ - „ეს საკუთრება გათავისუფლებულია“

ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ. „ეს საკუთრება გათავისუფლებულია“ – სასახლეში, რომელიც სავარაუდოდ პუტინთან დაახლოებულ რუს მილიარდერს, ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, მოქალაქეები შეიჭრნენ”. რადიო თავისუფლება

უკრაინამ ომში დაიწყო სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება

უკრაინამ ომში დაიწყო სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება

სააგენტო როიტერსის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დაიწყო კომპანია Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება, მას შემდეგ, რაც ამ ამერიკულმა სტარტაპმა მას შესთავაზა რუსი თავდამსხმელების და დაღუპულების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. უკრაინას უფასოდ მიეწოდება Clearview AI-ის ძლიერი საძიებო სისტემა სახეებისთვის, რაც ხელისუფლებას მათ შორის საშუალებას აძლევს, შეამოწმოს პირები გამშვებ პუნქტებზე – ამბობს ლი ვოლოსკი, Clearview-ის […]

უკრაინაში დაბომბეს მეჩეთი, სადაც ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს

უკრაინაში დაბომბეს მეჩეთი, სადაც ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მათივე თქმით, მეჩეთს 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს, იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც: „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის ჰიურემ სულთანის სასახლე. 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს მეჩეთს“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაზვერვა: ,,უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო”

დაზვერვა: ,,უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო"

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისათვის, უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო. მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების 31-მა ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა„ფაქტობრივად სრულად დაკარგა საბრძოლო მზადყოფნა“. ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაღუპულია 2-დან 4 ათასამდე რუსი სამხედრო. უკრაინის გენერალური შტაბი გაცილებით მაღალ რიცხვზე ლაპარაკობს […]

,,იმ შეხვედრაზე პუტინი გაცოფებული იყო, უკრაინა რუსეთის ნაწილია, კიევი კი რუსული ქალაქების დედაო” – რას ნანობს რასმუსენი

,,იმ შეხვედრაზე პუტინი გაცოფებული იყო, უკრაინა რუსეთის ნაწილია, კიევი კი რუსული ქალაქების დედაო" - რას ნანობს რასმუსენი

,,იმ შეხვედრისას პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები… ნეტა მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით“, – ასე იხსენებს რადიო თავისუფლებასთან 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინთან ნატო-ს ლიდერების საუბარს იმ დროს დანიის პრემიერი ანდერს ფოგ რასმუსენი. ალიანსის […]

რუსეთის ჯარებმა ,,კოკა კოლას” ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთის ჯარებმა ,,კოკა კოლას" ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბროვარსკის რაიონში „კოკა-კოლის” ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს. „დაზიანებულია კოგენერაციის სადგური – მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც მუშაობს ელექტრო და თერმული ენერგიის კომბინირებული წარმოების მეთოდის მიხედვით ან ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი ენერგიის პოტენციალის ელექტრო და თერმულ ენერგიად გარდაქმნას“, – წერს „ტელეგრამის“ არხზე გერაშჩენკო. რადიო თავისუფლება