ამერიკელები რუსულ რესტორნებში აღარ შედიან

ამერიკელები რუსულ რესტორნებში აღარ შედიან,,ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ამერიკაში რუსულ სამზარეულოზე უარს ამბობენ და რუსულ რესტორნებს ბოიკოტს უცხადებენ.

სომხური წარმომავლობის რესტორატორი, რომელიც კალიფორნიაში რესტორან „კალინკას“ ფლობს, ამბობს, რომ მისი ბიზნესი 20-30%-იან დანაკარგს განიცდის. ტიგრან ელჩიანის თქმით, მისი რესტორანი სტუმრებს რუსულ კერძებთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კერძებსაც სთავაზობს, მათ შორის კერძებს ქართული სამზარეულოდან. იმავე პრობლემის წინაშე დგას ნიუ იორკში მოქმედი რუსული მაღაზიები და რესტორნები.