ბრიტანეთი კრემლის დეზინფორმაციას სპეციალური სააგენტოთი შეებრძოლება

ბრიტანეთი კრემლის დეზინფორმაციას სპეციალური სააგენტოთი შეებრძოლებადიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განკარგულებით, შეიქმნა ახალი სამთავრობო განყოფილება კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

ესაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ შექმნილი კონსოლიდირებული სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით „სამთავრობო საინფორმაციო უჯრედი (Government Information Cell, GIC)“, რომელიც კოორდინაციაშია ორ სახელმწიფო უწყებასთან – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან.

ტელეგრაფის ცნობით, დანაყოფის შემადგენლობაში შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების 35 თანამშრომელი.

GIC-ის ამოცანები მოიცავს მოსკოვიდან მომდინარე დეზინფორმაციის ანალიზს, სამინისტროებისა და დეპარტამენტების კონსულტაციას და ანგარიშების მომზადებას როგორც ნატოსა და ევროკავშირისთვის, ასევე „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსის (ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა. , ახალი ზელანდია და შეერთებული შტატები) წევრებისთვის.

გარდა ამისა, როგორც Telegraph იუწყება, იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ფეისბუქი და ტვიტერი, და რუსების უმრავლესობას ეჭვით უყურებს უშუალოდ ბრიტანეთის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციას, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, ლონდონის ოფიციალური პირების განცხადებები გავრცელდეს რეკლამის სახით VK და სხვა სოციალურ ქსელებში.

რადიო თავისუფლება