დაღუპულია 8 ადამიანი, რუსეთმა ომში აკრძალული საშუალებები გამოიყენა

დაღუპულია 8 ადამიანი, რუსეთმა ომში აკრძალული საშუალებები გამოიყენაკიევის პოდოლსკის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის და სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს, 21 მარტს იუწყება კიევის პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, 20 მარტს ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით და ომის წარმოების აკრძალული საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევის პოდოლსკის რაიონზე, სადაც დანგრეულია სავაჭრო ცენტრი და დაზიანებულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები.

რადიო თავისუფლება