გონჩარენკო: ,,პუტინი დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს ან ესვრიან, მის შემცვლელს ეძებენ”

გონჩარენკო: ,,პუტინი დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს ან ესვრიან, მის შემცვლელს ეძებენ"რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ  რუსეთში პუტინის შემცვლელს უკვე ეძებენ.

-გარკვეული ჯგუფები პუტინის შემცვლელს ეძებენ. განიხილება ასევე ვარიანტები, პუტინს რა შეიძლება დაემართოს. ან დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, ან ღიად ესვრიან. ამის შესახებ პუტინმაც ძალიან კარგად იცის. ბუნკერში ძალიან ეშინია… ყველამ იცის, ამ მანიაკმა რაც ჩაიდინა, – ამბობს გონჩარენკო.

ბოლო დღეებში ჩნდება დაზვერვის ინფორმაციები, რომ მას ФСБ-ს შეფი, ალექსანდრე ბორტნიკოვი შეცვლის. ასევე წერენ, რომ შემთხვევითი არ არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ პუტინი მძიმედ არის ავად და ამით მისი ,,გარდაცვალების მიზეზისთვის” ნიადაგს ამზადებენ.