ზელენსკი: ,,რუსები თავიანთი ჯარისკაცების გვამებზე გადადიან, მათი ცხედრები არავის მიაქვს”

ზელენსკი: ,,რუსები თავიანთი ჯარისკაცების გვამებზე გადადიან, მათი ცხედრები არავის მიაქვს"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
-განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებზე ჩვენი თავდაცვის წინა ხაზი გადავსებულია რუსი ჯარისკაცების გვამებით. და ეს გვამები, ეს ცხედრები არავის მიაქვს. მათზე გადადიან ახალი შენაერთები, რომელიღაც რეზერვისტები, რომლებსაც რუსული ჯარების სარდლობა აგროვებს, სადაც კი შეუძლია… უკვე მოკლულია 14 ათასზე მეტი თქვენი ჯარისკაცი. ესაა 14 ათასი დედა. ესაა 14 ათასი მამა. ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები და მეგობრები. და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? არადა, მსხვერპლი მეტი იქნება, სანამ გაგრძელდება ეს ომი. თქვენი ომი ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე.