კრემლი კომპრომისებზე ალაპარაკდა

კრემლი კომპრომისებზე ალაპარაკდარუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი შეიძლება კომპრომისი გახდეს.

-ეს ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კომპრომისი, – განაცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის პროპაგანდისტულმა საშუალებებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზელენსკიმ უკრაინელებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამის საპასუხოდ ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

-არ ვაპირებთ იარაღის ჩაბარებას ჩვენს გამარჯვებამდე. იარაღის დაყრა შემიძლია შევთვაზო მხოლოდ რუს სამხედროებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს შვილებს, ოჯახებს!