ოკუპანტებმა ქიმიური საწარმო დაცხრილეს, ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია

ოკუპანტებმა ქიმიური საწარმო დაცხრილეს, ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულიაოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაში სუმის ქიმიური საწარმო დაცხრილეს და  ამიაკის ერთი რეზერვუარი დააზიანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სუმის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან საწარმოდან ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია და გრძელდება მუშაობა ამიაკის ღრუბლის დალექვის მიზნით. დაშავებულია საწარმოს ერთი თანამშრომელი.