ავთო ჩიტიძე, სარკე ტელესახე ნუკა ორჯონიკიძე ორწლიანი პაუზის შემდეგ “რუსთავი 2”-ს დაუბრუნდა. ჟურნალისტი გადაცემის “დილა უქმეებზე” გუნდს შეუერთდა და დილის გადაცემის ამპლუა ძალიან მოსწონს, რასაც ვერ ვიტყვით ტოქ შოუ “ანფასის” წამყვანობაზე. პოპულარულ ადამიანებთან პირად ცხოვრებაზე საუბრები მისთვის ტანჯვა იყო, ამიტომაც თავის დროზე ამ პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ნუკამ ტელევიზიიდან გამოთავისუფლებული დრო ბიზნესს დაუთმო და ივენთკომპანია […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გიორგი თარგამაძე და მისი ცოლი ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ – “წლების განმავლობაში თათიას ადგილი არც ერთ ტელეარხზე არ იყო”
რუსუდან ადვაძე, სარკე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე, ახალდაფუძნებულ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გამოჩნდა. მას ანალიტიკური ტოქ შოუ “გიორგი თარგამაძის ფორმულა” მიჰყავს. ეს მისთვის უკვე მესამე დაბრუნებაა ტელესივრცეში. დაახლოებით ბოლო 25 წლის განმავლობაში მის კარიერაში პოლიტიკა და ტელევიზია რამდენჯერმე ჩაენაცვლნენ ერთმანეთს. ამბობს, რომ ჟურნალისტიკა იყო და არის მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა, […]
მანიკა ასათიანი: “ქმართან თუ არ კამათობ, ესე იგი ის არ გაინტერესებს”
ლელა დევდარიანი, სარკე მოდელმა და ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა პირად და საქმიან ცხოვრებაში თითქმის ერთდროულად გადადგა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯები. 17 წლის იყო, როცა ცხოვრება კალათბურთელ ბექა წივწივაძეს დაუკავშირა და ამავე პერიოდში გამოჩნდა ტელევიზიაში. ახლა უკვე გამოცდილი ცოლი, დედა და ტელესახეა, ზრდის ბიჭუნას და “იმედში” შაბათ-კვირას დილის გადაცემა მიჰყავს. გასული ზაფხული მანიკასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მხიარული დასვენების […]
ზაზა ფუტკარაძე: “ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს”
რუსუდან ადვაძე, სარკე საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქართველი ექიმი, ზაზა ფუტკარაძე, მუშაობს. ის კლინიკური კვლევების კოორდინატორი გახლავთ ონკოლოგიაში, ნევროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში… საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. მანამდე ფარმაცევტად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. საფრანგეთში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით, მისთვის ცალკე შტატი შეიქმნა საავადმყოფოში. 34 წლის ექიმი ახლა ევროპულ ქვეყანაში ცოლთან, თინათინ მოხევიშვილთან და ორ შვილთან ერთად […]
“ჩემი ცოლის დაქალებს” ჩემი დაკარგვა არ უნდოდა” – შოთიკო ნოზაძე სერიალიდან დიდი გულისტკენით წავიდა
ავთო ჩიტიძე, სარკე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კოლორიტული ქართლელი და-ძმა მაზიაშვილების ხაზი აღარ არის. “რუსთავი 2”-ზე ქეთი ხუციშვილის შემდეგ “კომედი ჯგუფში” შოთიკო ნოზაძეც გამოჩნდა. ის პოპულარულ სერიალში თენგოს პერსონაჟს სამუდამოდ დაემშვიდობა და ახალ ტიპაჟებზე მუშაობს. ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძალიან რთული იყო. ვერც წარმოიდგენდა, რომ სერიალში მუშაობის ხუთწლიან პერიოდს ასე დაასრულებდა. რა იყო იქიდან წამოსვლის […]
მაია მაჩაიძე: “არ ვიცოდი, როგორ შვილს ველოდებოდი” – განსხვავებულ ბიჭუნას საპნის ბუშტები უყვარს
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე მოკლე ნიკაპი, პატარა კისერი, შეკეცილი ყურები, პატარა ხახა – ამ და კიდევ სხვა მრავალი ანომალიით 2 წლის წინ საჩხერეში ბიჭუნა, თაზო ტალახაძე, დაიბადა. მუცლადყოფნის 8 თვის განმავლობაში ეჭვიც კი არ არსებობდა მისი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემაზე. დეფექტი მე-9 თვეში აღმოაჩინეს, როცა მომავალი დედა თბილისში რადიოლოგთან ვიზიტით მივიდა. პატარა თაზოს დედა, მაია მაჩაიძე, “სარკესთან” […]
ნუცა ჯანელიძე: “ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, ცაზე ისეთი ცისარტყელა იყო, შოკში ვიყავით!”
ლელა დევდარიანი, სარკე მუდამ მომღიმარი და პოზიტიური მუსიკოსი, პიანისტი, ვოკალის პედგოგი ნუცა ჯანელიძე, ჯგუფ “ფორტეს” (12 ოქტომბერს “ფორტემ” 30 წლის იუბილე აღნიშნა. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა) უცვლელი კონცერტმეისტერი, დღეს ისევ აქტიურად საქმიანობს, მაგრამ საქართველოში დაუფასებლად გრძნობს თავს. “სარკესთან” დაუფარავად აღნიშნა, რომ სხვა ქვეყანაში სიამოვნებით წავიდოდა. მის სახელთან ასოცირდება ტელეპროექტი […]
მაგდა ვასაძე: “მწვრთნელი ავიყვანე და 16 კილო დავიკელი”
ირმა ჭკუასელი, სარკე წლების წინ ქობულეთელმა დამწყებმა მომღერალმა მაგდა ვასაძემ მუსიკალურ ტელეპროექტ “ახალ ხმაში” სცადა ბედი და მაშინვე აღმოჩენად იქცა. შემდეგ “იქს ფაქტორში” გააკეთა დამაჯერებელი განაცხადი. მას მერე მისი მუსიკალური კარიერა გრძელდება და ვითარდება. მღეროდა ჯგუფებთან ერთადაც და ცალკეც. საბოლოოდ სოლო კარიერა აირჩია. ცვლილებების მოყვარულია როგორც შემოქმედებაში, ისე იმიჯში. მიზანსწრაფული და ჯიუტი ხასიათი ეხმარება ჩანაფიქრის […]
ციაკო ფიფია: “მშობიარობიდან 10 დღეში შვილი დედამთილს გადავაბარე”
ირმა ჭკუასელი, სარკე ციაკო ფიფიას პერსონაჟი “კომედი შოუდან” – სოფელში გათხოვილი “სვეცკი” რძალი – მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე იყო სკეტჩებში. ახალგაზრდა იუმორისტი ქალი ცხოვრებაშიც ძალიან მხიარული და ხალისიანია, არაფერს ართულებს. უკვე ორი წლის ბიჭუნას დედაა და, როგორც “სარკეს” უამბო, ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდები უპრობლემოდ, მარტივად გადალახა, ერთი წამიც კი არ ჰქონია დეპრესიული. ცხოვრებისადმი […]
ლაშა ტალახაძეს შვილის პამპერსის გამოცვლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს – “მეუღლეს საქმეებში ვეხმარები”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე სპორტის ქართველმა ვარსკვლავმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა. 26 წლის სპორტსმენმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა. მისი გამარჯვება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღს – 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაემთხვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფული გამოსვლის შემდეგ ლაშამ თავისი გამარჯვება იმ გმირებს მიუძღვნა, ვინც თავი საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას […]










