რუსუდან ადვაძე, სარკე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, დათა თავაძე, დედის მხრიდან სამი თაობის მსახიობთა შთამომავალია – მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილთაშვილი, მაკა მახარაძის შვილიშვილი, ნიკა თავაძის და ნატა მურვანიძის შვილი. მამის მხრიდან – იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის შვილიშვილია. “სარკესთან” არ დაუმალავს, რომ ასეთი მემკვიდრეობა გარკვეულწილად ტვირთია, რადგან მისგან მაქსიმალურს ითხოვენ. როგორც რეჟისორმა, ფეხი “სამეფო […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ანი გიუნტერი ავთო გვასალიას გამო ლამაზდება – “ასეთი მამაკაცის გვერდით მართლაც ღირს გაღვიძება!”
ავთო ჩიტიძე, სარკე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა, საქართველო” ანი გიუნტერი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წამყვანია. ახალი სეზონიდან კი სტუდიაში მისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია მუშაობა, აქეთ-იქიდან მამაკაცები უმშვენებენ გვერდს. კვირაში სამჯერ მისი მეწყვილე ახალგაზრდა ჟურნალისტი ავთო გვასალიაა. მართალია, ჯერ მხოლოდ 3 თვეა, რაც ანი და ავთო ეკრანზე დაწყვილდნენ, მაგრამ ამ მცირე დროში ძალიან კარგად გაიცნეს […]
გვანცა გიორგობიანი: “შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ სასწაული მოხდეს და ვინმემ მითხრას: “გვანცა, მჭირდები”
ირმა ჭკუასელი, სარკე მსახიობი გვანცა გიორგობიანი თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უსაქმოდ არასოდეს ყოფილა. სხვადასხვა თეატრებში მუდმივად ჰქონდა როლები და დასამახსოვრებელ სახეებსაც ქმნიდა. მერე მის ცხოვრებაში არჩევანის დრო დადგა – ან თეატრში უნდა დარჩენილიყო, სადაც დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, ან აეროპორტის უშიშროების სამსახურში ემუშავა, სადაც მაღალი ხელფასი ექნებოდა. არჩევანი აეროპორტზე გააკეთა. გათხოვების შემდეგ კი იქიდანაც წამოვიდა. გვანცა […]
“მინდა, ვიპოვო შვილი, რომელიც 1966 წელს შეგვეძინა და დედამისმა წაიყვანა ჩემგან და დამიმალა”
მინდა, შვილის პოვნაში დამეხმაროთ. მართალია, დიდი ხნის ამბავია, მაგრამ იქნებ არსებობდეს ვინმე, რომელიც შვილს მომაძებნინებს. უკვე ასაკში ვარ და ახლა უფრო მეტად გამიძლიერდა სურვილი, ჩემი ბიჭი ვნახო. ეს ისტორია 1965 წლის შემოდგომით დაიწყო. შევხვდი 28 წლის გოგოს, რომელიც მაშინ აზერბაიჯანში ავტომანქანების, ტრაქტორების სარემონტო ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. მას ყველა ნინა გრიგორევნას ეძახდა. გვარი არ მახსოვს, მგონი, […]
თამუნა ლეკვეიშვილი: “ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ მენერვიულა”
ავთო ჩიტიძე, სარკე თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა. ამ ცვლილებებზე მუსიკოსს და იუმორისტს დიდხანს ან უფიქრია, “რუსთავი 2”-ზე მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო. ხოლო თუ არც ახალ ტელევიზიაში აღმოჩნდებოდა მისი ადგილი, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი დიდი ოცნებისთვის – მუსიკალური […]
თემო ნიქაბაძე: “მთავარია, გოგოს პატარა ცხვირი ჰქონდეს”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე თემო ნიქაბაძემ 21 წელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში გაატარა, დაახლოებით 3 წლის წინ კი დედაქალაქში გადმოსახლდა და “კომედი შოუს” ნაწილი გახდა. თითქმის ყველა სკეტჩში მონაწილეობს, განსაკუთრებით პოპულარული კი მისი პერსონაჟებიდან მასწავლებელია, რომელსაც თვითონ “წუნკალს” უწოდებს. მშობლიურ ფარცხანაყანევში თემოს ყოველთვის დიდი სიხარულით ელიან, თავიანთ კუთხეში გაზრდილ ბიჭს სხვადასხვა პაროდიის გაკეთებას სთხოვენ. ისიც თანასოფლელებს […]
დაუჯერებელი ისტორია – ბელგიის სასამართლომ ქართველ კაცს ქურდობა ავადმყოფი შვილის გამო აპატია
რუსუდან ადვაძე, სარკე ბელგიის სასამართლომ ქართველი მამაკაცის ქურდობის საქმე განიხილა და ქართველებისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მამაკაცი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა და გაქურდულ მაღაზიას მისი შვილებისთვის საახალწლო საჩუქრის გაგზავნა დაავალა. ამბავი, რომელიც ბელგიაში 45 წლის ქართველს შეემთხვა, იქ მცხოვრებმა იურისტმა, ანა ბალამწარაშვილმა, სოციალურ ქსელში აღწერა. როგორც ქალბატონი ანა “სარკეს” უყვება, უცხოეთში ქართველების უამრავი თავგადასავალი უნახავს და […]
სალომე კორკოტაშვილი: “ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რიჩარდი იმ დროს გავიცანი, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს”
ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, იგივე სალიო, მუსიკალური ტელეპროექტის “დიდი სცენის” ჟიურის წევრია. 31 წლის მუსიკოსი ამბობს, რომ შეეცდება კონკურსანტებს სიმართლე პირდაპირ, მაგრამ ღიმლით უთხრას და გული არ ატკინოს. სხვათა შორის, პედაგოგებს მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მუსიკაში ვერაფერს მიაღწევდა, რადგან ამ სფეროში უნიჭო იყო, მაგრამ მის მიერ 10 წლის ასაკში დაწერილი სიმღერა “ვარსკვლავები” დღემდე […]
“სიყვარულის ახსნის არასოდეს შემშინებია” – როგორ აუხდა ნოდიკო ტატიშვილს ყავაზე მკითხაობა
ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი და ახალი ამპლუაა. ის “რუსთავი 2”-ის პროდიუსერებმა შოუმენად აქციეს. ყოველ შაბათს ადამიანებს საშუალებას აძლევს, 15 ათასი ლარი მოიგონ. სწორედ ეს თანხაა საპრიზო ფონდი გადაცემის “რას ფიქრობს საქართველო”. მუსიკოსმა ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე იმისათვის, რომ ტელეწამყვანის ამპლუა ბოლომდე გაეთავისებინა. ამაში მას თავისი ოთახი და გარდერობის სარკე დაეხმარა. […]
ქუთაისელ შინდლერად წოდებული ნოდარ მიქიაშვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა – ამერიკაში ქუთაისის ყოფილი ვიცემერი ტაქსის მძღოლად მუშაობდა
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე 2019 წლის ბოლოს ამერიკიდან სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ემიგრაციაში გარდაიცვალა ქუთაისის ყოფილი ვიცემერი (2014-2017 წლებში) ნოდარ მიქიაშვილი. ის 39 წლის იყო. მეგობრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მეგობრების თქმით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გული გახდა. ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ოჯახს ამით არჩენდა. მას მეგობრები დიდი ტკივილით იგონებენ და ამბობენ, […]










