კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

22 წლის მასწავლებელი მარგარეტ დაიაური შატილის უფანჯრო კოშკში ცხოვრობს

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე 22 წლის მარგარეტ დაიაური სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. წარმოშობით ხევსურეთიდან არის, თუმცა წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში უკვე ზუსტად იცოდა, რომ წინაპრების ფუძეს მიუბრუნდებოდა. ასეც მოიქცა, შანსი მიეცა თუ არა, შატილში გადავიდა საცხოვრებლად. 22 წლის მარგარეტი შატილის სკოლაში მოხალისე პედაგოგია, იგი ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. მთა მისთვის ყველაფერია, განსაკუთრებით კი […]

”ჩემი ორივე სიყვარული ზურგით ვათრიე, მაგრამ ორივემ მიღალატა”

ნანა კობახიძე, სარკე “ნახევარი საუკუნე გავიარე. მეგონა, რაღაც შევიცანი ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ ყოფილა. წლების მატებასთან ერთად რაც მეტად ვუღრმავდები ცხოვრებას, მით მეტ ლაბირინთში შევდივარ. ის ფასეულობებიც შემეცვალა და ამომიყირავდა, რაც მეგონა, რომ ფესვგადგმული იყო ჩემში. ცხოვრებას მართლა ვერაფერი გავუგე”, – გვითხრა ქალბატონმა მარიამმა, რომელმაც ორჯერ იგემა ღალატი, იმედგაცრუება, თანაც ისეთი ადამიანებისგან, რომლებზედაც დიდი ამაგი […]

ეკა მამალაძე: “თუ გამოჩნდა სიყვარული, მივიღებ”

ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალ ეკა მამალაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. რამდენიმე თვეში მას 60 წელი უსრულდება. ჯერ არ იცის, რამდენად გრანდიოზულად გადაიხდის ამ იუბილეს, მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ ცხოვრება ამ ასაკში მშვენიერია. წლები რომ არაფერს ნიშნავს, ამის ცხადი მაგალითი მას სახლში დედის სახით ჰყავს – მომღერალი ნანი ბრეგვაძე საზოგადოებას თავისი ყოველი გამოჩენით აოცებს. 83 […]

გიორგი ცაგარელი: “როდესაც პირველად დავქორწინდი, ნიკა ჩემი მეჯვარე იყო” – ალტისტის და დირიჟორის მაფია “დიდი სცენის” მიღმა

ავთო ჩიტიძე, სარკე კომპოზიტორი, დირიჟორი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და პოპულარული ალტისტი გიორგი ცაგარელი, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, კარგი მეგობრები არიან. ისინი ერთმანეთს დიდმა მაესტრომ, გია ყანჩელმა დააკავშირა. ორივეს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ერთმანეთზე გაბუტული მეგობრების შერიგებაც ხშირად თავად დიდ მაესტროს უხდებოდა. ამჟამად გიორგი ახალ ამპლუაშია – “რუსთავი 2”-ის მეგა შოუ “დიდი სცენის” […]

ქართველ ჰალკს ცოლად ნაზი გოგონა სურს

რუსუდან ადვაძე, სარკე მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიო თასის მფლობელმა ძალოსანმა, 31 წლის ლევან საგინაშვილმა, ცოტა ხნის წინ მკლავჭიდის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ ტოპ 8-ში იასპარეზა და იქაც პირველი ადგილი დაიკავა. ქართველ ჰალკად წოდებულმა სპორტსმენმა ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი რუს ვიტალი ლალეტინთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 2017 წლიდან მას ერთი ორთაბრძოლაც კი არ წაუგია. […]

”ვნანობ მხოლოდ იმას, რომ ქმარს აქამდე არ გავშორდი”

ნანა კობახიძე, სარკე ნაადრევ ასაკში ქორწინება რომ უმრავლეს შემთხვევაში შეცდომაა, ამაზე აღარავინ კამათობს. თუმცა შეიძლება, რომ წყვილს გაუმართლოს და ცოლ-ქმარს შორის სიყვარული, პატივისცემა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, მოვალეობა და პასუხისმგებლობა რამდენადაა განაწილებული. ქალი თუ ცალუღელა ხარივით ეზიდება ოჯახურ ტვირთს, ქმარი კი არც ფიზიკურად ეხიდება, არც მორალურად, ურთიერთობა განწირულია დასანგრევად. ქალი რაც უნდა […]

“დაქალს იმიტომ ვშორდები, რომ სექსუალური პარტნიორი გაიჩინა”

”ძალიან მიჭირს ამ წერილის მოწერა, მაგრამ იძულებული ვარ, ასე მოვიქცე. ამ ისტორიას ხმამაღლა ვერავის მოვუყვები, მაგრამ წლების შემდეგ ვინმე თუ მეტყვის, მაშინ შენ არასწორად მოიქეციო, ეს წერილი მექნება იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო. ბაბუ სულ მეუბნება, ისე უნდა იცხოვრო, საკუთარ თავთან მართალი იყოო, ჰოდა, ასეც ვაპირებ. ბავშვობის მეგობარი მყავს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, მასთან დაშორებას თუ […]

რას ჰპირდება გიორგი გილიგაშვილის დედა, ნანა ჭელიძე, მომავალ რძალს

ირმა ჭკუასელი, სარკე მსახიობი, პოეტი, მომღერალი – გიორგი გილიგაშვილზე შეგვიძლია ასე დავწეროთ ან უბრალოდ ვთქვათ, რომ არის შემოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი იმიჯით ჩვენი დროის ადამიანებს თითქოს არ ჰგავს, მისი ლექსიკაც განსხვავებულია, მაგალითად, არ მოსწონს სიტყვა “გათხოვდა” და მის მაგივრად ამბობს: “გაჩუქდა”… ცოტა ხნის წინ ასე “გააჩუქა” უფროსი და, მარიამი და სიძის ოჯახს გილიგაშვილები ძალიან ემადლიერებიან. […]

“დედაჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მამა – მუსლიმი” – რამილია ალიევას გზა ქართულ ტელევიზიამდე

ირმა ჭკუასელი, სარკე რამილია ალიევა აზერბაიჯანელი მამისა და ქართველი დედის ქალიშვილია. მის ოჯახში ორი კულტურა, ორი ერის ტრადიციები ყოველთვის ისე ერწყმოდა ერთმანეთს, ისეთ ჰარმონიას ქმნიდა, გოგონას ცხოვრება ლამაზ ხალიჩასავით ქართულ-აზერბაიჯანული ორნამენტებით იქარგებოდა. რამილია ფართო საზოგადოებამ გადაცემა “ნაშუადღევიდან” გაიცნო, როცა იქ წამყვანად გამოჩნდა. მანამდე დიდი გზა გაიარა, იყო ამბოხებაც, მშობლების სურვილების წინააღმდეგ წასვლაც, ამ ყველაფერზე კი […]

ზუკა ხუციშვილი: “გიო რომ მხედავდეს, მეტყოდა, არ დანებდეო”

ერეკლე ხიტალიშვილი, სარკე მომღერალი ზუკა ხუციშვილი მამის, მომღერალ გიო ხუციშვილის, გარდაცვალების შემდეგ შოუბიზნესში უფრო გააქტიურდა. თითქოს მამა ეუბნება, არ გაჩერდეო. ამ მუხტით აგრძელებს მუშაობას და თავის ბენდთან ერთად რეპერტუარს ქმნის. ახალგაზრდა მომღერალს დიდი ძალა დააკლდა მამის ამქვეყნიდან წასვლით, მაგრამ გვერდით ჰყავს უერთგულესი ადამიანები – დედა, მუსიკოსი მაია ჯორჯაძე და ცოლი – ქეთუშა მანიჟაშვილი. ზუკამ “სარკესთან” […]