კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა _ ,,პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები”

,,სარკე”, ლია ოსაძე მსახიობი მზია მაღლაკელიძე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და თავის ერთადერთ ქალიშვილს, მომღერალ ნუცა შანშიაშვილს, შვილის გაზრდაში ეხმარება. “მთელი ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით იყო სავსე. საერთოდ, ცხოვრება რთული, საინტერესო და იდუმალებით მოცულია. თუნდაც ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ამერიკაში თუ მომიხდებოდა ცხოვრება, მაგრამ ასე მოხდა. ახლა შეერთებულ შტატებში ვარ და ჩემს […]

გივი პაპავა: ,,ცოლის მშობიარობას დავესწარი და არ ვიცოდი, მეყვირა თუ მეტირა”

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ,,კომედი შოუს” იუმორისტის, გივი პაპავას, ცხოვრება ახლა ასეთია – ცოლთან ერთად 2 თვის გაბრიელს უვლის, პამპერსებს უცვლის, საჭმელსაც უკეთებს, არც სახლის დალაგებას თაკილობს და არც ჭურჭლის გარეცხვას. მოკლედ, მასში თითქოს სულ სხვა ადამიანი დაიბადა და შვილის გვერდით ყოველ წუთში აღმოჩენებს აკეთებს. შეცვლილ ყოველდღიურობასა და ახალბედა მამის ემოციებზე იმერელმა იუმორისტმა ,,სარკეს” უამბო. – […]

მარინა ენდელაძე: ,,ერთადერთი შვილი გარდამეცვალა და ახლა მხოლოდ შვილიშვილისთვის ვცოცხლობ” – ცნობილი ინფექციონისტის ტკივილიანი ცხოვრება

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ორი მარინა და სამი მუშკეტერი – ასე შეარქვა საზოგადოებამ მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, პაატა იმნაძეს, ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს, ანუ იმ ექიმებს, რომლებიც დღეს თავგანწირულნი იბრძვიან, რომ ახალი საშიში ვირუსით ინფიცირებულთა სიცოცხლე იხსნან და საქართველოში პანდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდონ (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში). ისინი მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის, […]

“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” – “სარკის” ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა

ჟურნალ სარკის 24 წლის ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მედეა სანაიამ ფეისბუქში დაწერა: “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს…”

ქართული ტელევიზიის ვეტერანი ოპერატორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა – ,,რეზო ბუხსიანიძე გმირულ ისტორიებს იღებდა და თავადაც გმირი იყო”

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე საქართველოს ,,პირველი არხის” იმერეთის ბიუროს ოპერატორი, რეზო ბუხსიანიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ოპერატორის პროფესიას 1971 წელს დაეუფლა და ათეულობით წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა. რეზო ბუხსიანიძის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის პერიოდში გადაღებული და შემონახული საარქივო კადრები. ღვაწლმოსილი ოპერატორი კოლეგებმა სიცოცხლეშივე დააფასეს. ჟურნალისტთა კორპუსმა გასულ წელს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ვარსკვლავი გაუხსნა და […]

გიგი გაჩეჩილაძე: ,,მე და ჩემმა ცოლმა დაბრკოლებები უკვე გადავლახეთ”

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის, ქორეოგრაფ გიგი გაჩეჩილაძის საქმიანობაში ბევრი სიახლეა. მისი მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების მიერ შექმნილ სტუდია ,,თელადან” ქორეოგრაფებს ამერიკაში, გიგის დის ქმართან, ცნობილ ქორეოგრაფ გოჩა ჩერტკოევთან, აგზავნიან, რომ იქ ბევრი რამ ისწავლონ და მერე მოსწავლეებს გადასცენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს […]

თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს ქმარს ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს”

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ პუბლიცისტის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილის, პარტია ,,კანონი და სამართალის” დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის ოჯახიც ჩააგდო საგონებელში და სანერვიულო გაუჩინა. ღელვის მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ახლა თაკოს ერთადერთი ქალიშვილი, ცნობილი პიანისტი ირმა გიგანი, მშობლებთან ერთად არ არის, ავსტრიაში, კარანტინში იმყოფება (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში). თაკოს უნდოდა, შვილი სამშობლოში დაებრუნებინა, მაგრამ ირმამ და […]

როგორ აღმოჩნდა რაგბის საერთაშორისო მსაჯი ჟურნალისტიკაში – ,,მე და ჩემი ცოლი ერთად ვვარჯიშობთ”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ,,რუსთავი 2″-ის გადაცემის “დილა მშვიდობისა, საქართველო” სპორტის წამყვანი, ნიკა ამაშუკელი, რაგბის პროფესიონალი მსაჯია, თან მსოფლიოში აღიარებული. მართალია, რაგბი მისი ცხოვრების ნომერი პირველი ინტერესია, მაგრამ დილის ეთერში სპორტის ამ სახეობაზე ყველაზე ნაკლებად უწევს საუბარი. მისთვის დილის 5 საათზე ადგომა პრობლემა არ არის, რადგან დიდი ხანია სპორტული დისციპლინა ცხოვრების […]

,,ოჯახი იმ ქალბატონმა დამინგრია!” – ლოლა წერეთელმა ოჯახურ ცხოვრებაზე დუმილი დაარღვია

,,სარკე”, ლელა დევდარიანი მომღერალ ლოლა წერეთელს უცხოეთში ბევრი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ყველა გადაიდო, თანაც გაურკვეველი დროით. არავინ იცის, მომღერლები სცენაზე დაბრუნებას როდის შეძლებენ. ლოლას მსმენელების დიდი აუდიტორია ჰყავს და დარწმუნებულია, როცა უნდა გამოჩნდეს, მის მოსასმენად ხალხი აუცილებლად მივა. მომღერალს საგანგებო რეჟიმის გამოცხადებამ რუსეთში მოუსწრო. იქ დარჩენაზე არც უფიქრია, გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და […]

,,თამილა ძალიან მიყვარს, ჩემს ცხოვრებაში სიხარული შემოიტანა” – ვინ არის გიორგი წერეთლის ახალი სიყვარული

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალი გიორგი წერეთელი 44-ე დაბადების დღისთვის. 200 კაციან სადღესასწაულო საღამოზე, რომელსაც თითქმის მთელი ქართული შოუბიზნესი ესწრებოდა, მომღერალმა ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული, თამილა მარეხაშვილი, საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა. წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა. გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია […]