,,ოჯახი იმ ქალბატონმა დამინგრია!” – ლოლა წერეთელმა ოჯახურ ცხოვრებაზე დუმილი დაარღვია

,,ოჯახი იმ ქალბატონმა დამინგრია!" - ლოლა წერეთელმა ოჯახურ ცხოვრებაზე დუმილი დაარღვია,,სარკე”, ლელა დევდარიანი

მომღერალ ლოლა წერეთელს უცხოეთში ბევრი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ყველა გადაიდო, თანაც გაურკვეველი დროით. არავინ იცის, მომღერლები სცენაზე დაბრუნებას როდის შეძლებენ. ლოლას მსმენელების დიდი აუდიტორია ჰყავს და დარწმუნებულია, როცა უნდა გამოჩნდეს, მის მოსასმენად ხალხი აუცილებლად მივა.

მომღერალს საგანგებო რეჟიმის გამოცხადებამ რუსეთში მოუსწრო. იქ დარჩენაზე არც უფიქრია, გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და კარანტინში საქართველოში, საკუთარ სახლში ყოფილიყო.

_ ლოლა, როგორც ვიცი, მარტში რუსეთში იყავით გასტროლებზე. როგორ მოახერხეთ საქართველოში დაბრუნება?
_ სანკტ-პეტერბურგში კონცერტი ჩავატარე. შემდეგ მატარებლით მოსკოვში წავედი, სადაც 28 მარტს კონცერტი უნდა მქონოდა. წინა დღეს კი პუტინმა ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დარჩენაზე აღარ მიფიქრია და საქართველოში წამოვედი.

აქ რომ ჩამოვედით, ყველას სიცხე გაგვიზომეს და გუდაურში წაგვიყვანეს ორკვირიან კარანტინში. მე მაღალი წნევა მაქვს და ჩემთვის იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ანკეტა შევავსე, შეამოწმეს, რომ ნამდვილად მარტო ვცხოვრობ და მეორე დღესვე წამომიყვანეს თბილისში.

2 კვირა ვიყავი სახლში, თვითიზოლაციაში, საერთოდ არსად გავსულვარ. ვალაგებდი, ვაუთოვებდი,  ვრეცხავდი, სახლის საქმეებზე ვიყავი გადართული.

__ ამ ორი კვირის განმავლობაში ვინ გეხმარებოდათ, პროდუქტებით ვინ გამარაგებდათ?
_ უყურადღებოდ არ ვიყავი. მადლობა ღმერთს ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრებისთვის! ყველა ჩემ გვერდით იდგა _ ნათესავები, ძმისშვილი თავის მეუღლესთან ერთად.  პროდუქტებს კართან მიტოვებდნენ. სანკტ-პეტერბურგიდან ერთმა თავის მეგობარს დაურეკა თბილისში, რომ ჩემთვის რაღაცები მოეტანა და ის ადამიანიც მოვიდა.

__ ბევრი კონცერტი ჩაგეშალათ კარანტინის გამო?
_ ერთი კონცერტი ნიუ იორკში გადაიდო, ერთი _ ათენში, ორი _ მოსკოვში… როდის რა იქნება, არავინ იცის. ჩემმა მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან და მითხრა, რომ იქ რესტორნები გაიხსნა, მაგრამ არ შეიძლება, რომ შიგნით 20 ადამიანზე მეტი იყოს. საქართველოშიც თუ ასე მოხდა, ალბათ  ბევრი მუსიკოსი სამსახურის გარეშე დარჩება.

_ ქალებს კიდევ ერთი რამ აწუხებთ _ სილამაზის სალონები დაკეტილია. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე ამ პანდემიის დროს?
_ ვცდილობ, სახლში მოვუარო თავს. მე და ჩემი მეგობარი გავდივართ ქუჩაში, ბევრს ვსეირნობთ, სახლში სარბენი ბილიკი მაქვს და იქაც ვვარჯიშობ. რადგან კონცერტები და ყოველდღიური სამუშაოც აღარ მაქვს, სახის კანი მაკიაჟისგან დავასვენე. თუ სადმე გავდივარ, მაინც ყველგან პირბადე მიკეთია და მაკიაჟი არ მჭირდება.

_ მინდა, პირადზეც გკითხოთ. თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მომღერალმა, გიორგი წერეთელმა, საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული გააცნო. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?
_ ჩვენი განქორწინების და ოჯახის დანგრევის მიზეზი ზუსტად ის ქალბატონი იყო. მე ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობდი, მაგრამ, რადგან საზოგადოებაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მათ ერთმანეთი ჩვენი განქორწინების შემდეგ გაიცნეს, ეს არის ტყუილი. ჩვენი ცოლქმრული ცხოვრების დროს მოხდა მათი გაცნობა და დაახლოება.

_ ანუ თქვენც იცნობდით?
_ კი, ვიცნობდი. ჩვენს რესტორანში მე მივიღე მენეჯერად… ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ… მე სულმდაბალი ადამიანი არ ვარ და ვერ გეტყვით, ზოგადად ადამიანები ცუდად რატომ იქცევიან.

_ როდესაც ერთი კარი იკეტება, აუცილებლად იღება მეორეც. თქვენს პირადშიც ხომ არ არის სასიამოვნო სიახლე?
_ ჩემს მეუღლეზე 10 წლით უფროსი ვიყავი. მე არ ვარ 30 წლის ,,გოგოშკა” და, მგონი, ჩემი დრო აღარაა. ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო, ყველანაირად უზრუნველყოფილი უნდა ვიყო და დავისვენო. საკუთარ თავთან ჰარმონია უნდა მქონდეს.

__ თქვენი ყოფილი ქმარი ამბობს, რომ არ აგიკრძალათ მისი სიმღერების შესრულება. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ერთად შექმნილი სიმღერებია და უბრალოდ ,,ტრიპაჩობს”. პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს, ეს არის კოლეგიალურობა. ორიოდე სიმღერაა. მან მუზა დაკარგა, ახალ და კარგ სიმღერებს ვეღარ ქმნის.

__ ამ პერიოდში ადამიანებს ფიქრისთვის ბევრი დრო მოგვეცა. ალბათ თქვენც დაგეგმეთ რაღაცები.
_ ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში უპირველესად იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ, ჯანმრთელები ვიყოთ და სამსახურებს დავუბრუნდეთ.

ერთი გეგმა მაქვს _ კარგი რესტორნის დაქირავება მინდა, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზეა. ველოდებით, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მერე რეკლამასაც გავუკეთებ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.

ძალიან ბევრი ადამიანი მელოდება, როდის გავხსნი იმ რესტორანს, რომ ჩემს მოსასმენად მოვიდნენ.

მომღერალი გიორგი წერეთელი ,,სარკესთან” ამბობს: ,,ეს სიყვარული ცოლთან გაშორებიდან ეს სიყვარული ცოლთან გაშორებიდან ერთი წლის შემდეგ ვიპოვე… (ინტერვიუს გაგრძელება)”.