ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი რუსთაველზე, აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართავს: ,,ყოველთვის, როცა აღმოვაჩენ, რომ ჩვენი ახალი თაობა არ არის ერთგვაროვანი მასა, ბედნიერი ვარ. თუ 20 წლის მიდამოებში ბევრი სიგიჟე არ ჩაგიდენია, თავგადასავლები არ გქონია, შეცდომები არ დაგიშვია და ამ შეცდომებზე არ გისწავლია, ბუნტი და პროტესტი არ გქონია (თუნდაც სრულიად არაადეკვატური), შენგან არაფერი გამოვა. იგიჟეთ, ბავშვებო, […]
კატეგორია: სოციალური მედია
ნიკა გვარამია: ,,ცეკვავდა ის გოგო, ხომ არ მოშარდა, როგორც ამას 2009 წლის კარვების აყროლებულ აქციაზე შვრებოდნენ”
გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ეს ქართველი ერის და 1989 წელს დაღუპული გმირების შეურაცხყოფად მიიღო. კრიტიკას გამოეხმაურა ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და სოციალურ ქსელში დაწერა: „ვერ გავიგე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონს აპროტესტებთ და თვითონ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას ქვეყნის დასასრულად რომ აცხადებთ, […]
მამა პეტრე: „რამდენი ყოფილხართ?! როდის მოასწარით ასე გაუბედურება?!”
მამა პეტრე კოლხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით მისი შვილების თაობა იღუპებოდა. ფეისბუქში წერდა, რომ ის იმ ღამის კლუბებს დაასახელებდა, სადაც ნარკოტიკებს ყიდდნენ. პარასკევს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ის სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „რამდენი ყოფილხართ?! როდის მოასწარით ასე გაუბედურება?! რა სტრესი შეგხვდათ ამ პატარა ასაკში?! რას გაურბოდით, სად გაურბოდით?! რაში […]
გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ამერიკაში უკიდურესი გაჭირვება ვნახე, მაგრამ წამალზე არ შევმჯდარვარ!”
ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი და ფეისბუქში წერს: ,,პირველი შოკი მივიღე მომიტინგეების რაოდენობით – პოტენციურად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს ან კეთილად არიან განწყობილი მის მიმართ. სამწუხაროდ, უმრავლესობა არის ჩემი თაობის. წინა მთავრობის დროსაც ხდებოდა, ახლაც ხდება.. მთავრობაში არაა გამოსავალი. ამერიკაში ჩემთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია, უკიდურესი გაჭირვება ვნახე, მაგრამ […]
რუსკა მჭედლიძე: ,,ქაჯობაა 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა!” – ვიდეო
თაკო ჩარკვიანი: ,,ეს გოგო-ბიჭები პურსა და წიწიბურაზე გაზრდილი თაობაა”
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში იმ თაობის შესახებ წერს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინაა შეკრებილი. ,,ეს გოგო-ბიჭები _ ზოგი კარგი, ზოგიც ძალიან კარგი, ზოგი, როგორც მავანი ამბობს, ,,დაბოლილები” და გაბრუებულები, ზოგი – განათლებული, ზოგიც – გაუნათლებელი, ზოგი – უკიდურესად გაჭირვებული, ზოგი – უდედმამო, ზოგს ემიგრაციაში ჰყავს გადახვეწილი მშობლები და იქიდან არჩენენ ოჯახს, ზოგის მშობელი მთელი […]
ვაჟა ნოზაძე: ,,ჩამოათრიეთ ეს ჭინკა 9 აპრილის მემორიალიდან, სანამ სისხლი არ დაღვრილა” – ვიდეო
,,ვისაც ეხება, ეს ჭინკა ჩამოათრიეთ ვინმემ 9 აპრილის მემორიალიდან, სანამ სისხლი არ დაღვრილა!.. თუ მაინცდამაინც იმას ელოდებით, ქაშუეთის სახურავზე აძვრეს ვინმე და იქ დაიწყოს ტლინკაობა!” – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვაჟა ნოზაძე და აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ,,ანტილიბერალურმა კლუბმა” ატვირთა. , ნარკობარიგების, გეების, ბოზებისა და ნარკომანების მიერ მოწყობილ დღევანდელ აქციაზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე დგანან […]
მიხეილ სააკაშვილი: ,,კლუბებზე თავდასხმა იყო წმინდაწყლის დამაშინებელი აქცია”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. ,,კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან – ეს იყო წმინდაწყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. […]
ნიკა გვარამია: ,,13 ივნისს ხომ კარგები იყვნენ, ახლა გახდნენ დასარბევი ნაბიჭვრები?!”
,,რუსთავის 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე გამართულ აქციაში მონაწიილებს აკრიტიკებენ, 13 ივნისის ტრაგედია შეახსენა, როცა ახალგაზრდები გარეთ გამოვიდნენ და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ, ქუჩებს და შენობებს წმენდნენ. ,,აქ ხომ იყვნენ კარგები და ჩვენი საამაყო მომავალი, ამათ მხრებზე რომ გადაიარა მთელმა 13-მა ივნისმა და მისი შედეგების აღმოფხვრამ?! ახლა გახდნენ ნარკომანები და ბარიგები?!! […]










