თინათინ ხიდაშელი: ,,ამ გამზირზე შს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა”

თინათინ ხიდაშელი: ,,ამ გამზირზე შს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა"თავდაცვის ყოფილი მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შსს-ს და მინისტრ გახარიას მოქმედებები სოციალურ ქსელში  შეაფასა.

,,მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა ხელისუფლება რაიმე, ხელსახები პოზიტივის შექმნას, მაგრამ ვიცი, რომ დღეს შს მინისტრი იმ ტრიბუნასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყოჩაღ მას!
ამ გამზირზე შს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა.
გუშინვე ქალაქის მერს იგივე რომ გაეკეთებინა, შესაძლოა დღევანდელი დაძაბულობა არც ყოფილიყო.
ასევე მადლობა ყველა იმ პოლიციელს, ვინც რუსთაველზე იდგა დღეს და გავეშებულ ბრბოს ძალადობის საშუალება არ მისცა.
აქაც ყოჩღ გახარიას!
იმედია, ხვალ და ზეგაც დავწერ ამგვარ სტატუსს! ხვალიდან კი ბევრი საქმეა საკეთებელი –
1. პარასკევის ამბები გასარკვევი
2. კიდევ ბევრი მანამდელი პარასკევის
3. ნარკოპოლიტიკაზე საბოლოო, მყარი პასუხი
4. ფაშისტური სიმბოლიკით ქალაქში მობოდიალეთა საკითხი
და კიდევ ასი ათასი”, – დაწერა თინა ხიდაშელმა.